ბიბლიის მუხლები თემაზე
ბოროტის ბუნება
31 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 2 ტიმოთეს 3:2-4
რადგან ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, თავშეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის უყვარულნი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარულნი, ვიდრე ღმერთისა,
- მეორე რჯული 32:5
შესცოდეს მას, მისმა ბიწიერმა შვილებმა. გარყვნილი და გზასაცდენილი მოდგმაა ის!
- რომაელთა 1:29
აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით,
- ფსალმუნები 13:1
თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი.“ გაირყვნენ, სისაძაგლეს ჩადიან; არავინ არის სიკეთის მქმნელი.
- საქმეები 7:51
ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც.
- რომაელთა 3:11
არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს.
- 2 ტიმოთეს 3:8
როგორც იანე და იამბრე წინ აღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, როგორც გონებით გახრწნილი, რწმენაში უვარგისი ადამიანები.
- ფსალმუნები 61:4
როგორც იანე და იამბრე წინ აღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, როგორც გონებით გახრწნილი, რწმენაში უვარგისი ადამიანები.
- ნეემია 9:26
და მაინც ურჩობდნენ და ამბოხიც კი მოგიწყვეს, შენი რჯული ზურგს უკან მოისროლეს, და დახოცეს ის შენი წინასწარმეტყველები, რომელნიც აფრთხილებდნენ მათ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად საგმობ საქმეებს ჩადიოდნენ.
- ფსალმუნები 9:22-24
ქედმაღლად დევნიან ბოროტნი ღატაკთ; დაე შეპყრობილ იქნენ მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, და ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს. ბოროტი თავისი ქედმაღლობით არ ეძიებს მას, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
- ესაია 59:7
ფეხები ბოროტებისაკენ გაურბით, და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად ისწრაფიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და გაპარტახებაა მათ ბილიკებზე.
- ტიტეს 3:3
რადგან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, მრავალგვარ გულისთქმებსა და განცხრომებს დამონებულნი, ცხოვრებას ბოროტებასა და შურში ვატარებდით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი.
- რომაელთა 3:13
მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
- ესაია 29:13
და თქვა უფალმა: ეს ხალხი მხოლოდ სიტყვით არის ჩემთან ახლოს, მხოლოდ სიტყვით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან. მათი შიში ჩემს წინაშე – მხოლოდ მცნებაა, კაცთაგან რომ აუთვისებიათ.
- 2 ტიმოთეს 3:2
რადგან ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
- ეფესელთა 4:22
მიტოვებული გაქვთ ძველი ადიმიანის წინანდელი ცხოვრება, გულისთქმებით და ცდუნებებით გახრწნილი,
- ესაია 59:4
არავინ იმაღლებს ხმას სიმართლისთვის, არავინ იცავს ჭეშმარიტებას; ამაოთი იმედოვნებენ და სიცრუეს ლაპარაკობენ, ფეხმძიმდებიან სიავით და შობენ ბოროტებას.
- ფსალმუნები 5:4
რადგან შენ არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი; ცოდვილი ვერ დაისადგურებს შენთან;
- ეფესელთა 4:18-19
გონებადაბნელებულნი და ღმერთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
- გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, გარყვნილთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლში და გოგირდში, რაც მეორე სიკვდილია.
- კოლოსელთა 1:21
და თქვენც, რომელნიც ოდესღაც გონებით გაუცხოებულნი და მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეებით,
- ლუკას 22:65
და ბევრ სხვა სალანძღავს ამბობდნენ მასზე.
- გამოცხადება 16:9
იწვოდნენ ადამიანები დიდი მცხუნვარებით და გმობდნენ ღმერთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს ამ წყლულებზე, და არ მოინანიეს და არ მიაგეს.
- 2 კორინთელთა 4:4
ურწმუნოთათვის, ვისაც ამ საუკუნის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ გაბრწყინებულიყო სახარების ნათელი ქრისტეს დიდებისა, რომელიც უხილავი ღმერთის ხატია.
- ფსალმუნები 48:6
რომელთაც თავიანთი ძალის იმედი აქვთ და უხვი სიმდიდრით იკვეხნიან?
- ნეემია 4:8
და ყველანი შეითქვნენ, რათა საომრად მოსულიყვნენ იერუსალიმში და არეულობა ჩამოეგდოთ იქ.
- ფსალმუნები 37:12
მახეს მიგებენ ჩემი სულის მაძიებლები, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ ჩემს დასაღუპად და მთელ დღეს მზაკვრობას განიზრახავენ.
- მიქა 2:2
მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს.
- ფსალმუნები 5:6
შენ ანადგურებ სიცრუის მთქმელებს; სისხლისმსმელებს და მაოხრებლებს განიშორებს უფალი.
- იობი 24:13
არიან ნათლის წინააღმდეგ მეამბოხენი, რომლებიც არ ცნობენ მის გზებს და არ დგანან მის გზაზე.
- რომაელთა 8:7
იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები ღმერთის მტრობაა, რადგან არ ემორჩილებიან ღმერთის რჯულს და არც შეუძლიათ ეს.