მთავარითემები „ხ“ხელების აწევა

ხელების აწევა

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 ტიმოთეს 2:8
    ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.
  2. ლევიანნი 9:22
    და აღაპყრო აჰარონმა ხელები ხალხისკენ, აკურთხა ისინი და ჩამოვიდა ძირს ცოდვისთვის შესაწირის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობო შესაწირის შეწირვის შემდეგ.
  3. გამოსვლა 17:11
    როცა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი, ხოლო როცა დაუშვებდა, ყამალეკი სძლევდა.
  4. 3 მეფეთა 8:22
    დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოსა და უფლის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები
  5. 3 მეფეთა 8:54
    და როგორც კი დაასრულა სოლომონმა ეს ლოცვა-ვედრება, ზეცისკენ ხელაპყრობილი წა­მო­იმართა მუხლებიდან, რადგან უფლის სამსხვერპლოს წინაშე იყო დაჩოქილი.
  6. ნეემია 8:6
    და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა „ამინ! ამინ!” და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.
  7. მეორე რჯული 32:40
    ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
  8. ფსალმუნები 62:4
    ამიტომ გადიდებ, სანამ ვიცოცხლებ, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
  9. ფსალმუნები 118:48
    ხელებს აღვაპყრობ შენი მცნებებისკენ, რომლებიც მიყვარს და შენს დადგენილებებზე ვიფიქრებ.
  10. ფსალმუნები 27:2
    ისმინე ჩემი ვედრების ხმა, როცა მოგიხმობ და შენი საწმიდრისკენ აღვაპყრობ ხელებს.
  11. ფსალმუნები 140:2
    კეთილსურნელებად იყოს ჩემი ლოცვა შენ წინაშე და ხელთა აღპყრობა - მწუხრის შესაწირად.
  12. ფსალმუნები 133:2
    აღაპყარით თქვენი ხელები საწმიდარში და აკურთხეთ უფალი.
  13. გოდება 2:19
    ადექი, შეჰღაღადე ღამით, საგუშაგოს დასაწყისში, წყალივით გადმოღვარე გული უფლის წინაშე. მისკენ აღმართე ხელები შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილისგან გულწასულები რომ ყრიან ყოველი ქუჩის დასაწყისში.
  14. გოდება 3:41
    გულები და ხელები აღვაპყროთ ზეცაში მყოფი ღმერთისკენ და ვთქვათ:
  15. ეზრა 9:5
    საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე.
  16. დანიელი 12:7
    სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა ხელი და გავიგონე, როგორ დაიფიცა საუკუნოდ ცოცხალი, რომ ეს იქნებოდა დადგენილ დროს, დროებსა და დროის ნახევარში; როცა სრულად შეიმუსრება წმიდა ერის ძალა, მაშინ აღსრულდება ეს ყველაფერიც.
  17. მიქა 5:9
    აღიმართება შენი ხელი შენს წინააღმდეგ გამოსულებზე და შენი ყველა მტერი მოიკვეთება.
  18. იობი 31:21
    ან თუ აღმიმართავს ხელი ობოლზე, კარიბჭესთან მჯდომთა მხარდაჭერის იმედით?
  19. აბაკუმი 3:10
    დაგინახეს და იძვრნენ მთები, წყლის ნაკადებმა გადაიარეს; უფსკრულმა გამოსცა ხმა და ხელები ასწია.
  20. ლუკას 24:50
    ბეთანიამდე გაიყვანა და ხელებაპყრობილმა აკურთხა ისინი.
  21. გამოცხადება 10:5
    ანგელოზმა კი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა ხელი;

← ყველა თემა „ხ“-ზე