ბიბლიის მუხლები თემაზე
სიკვდილის შიში
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 54:4
თრთის ჩემ შიგნით ჩემი გული და სიკვდილის ძრწოლა დამატყდა თავს. 2 მეფეთა 22:5-6 ალყაში მომიქციეს სიკვდილის ტალღებმა, განადგურების ნაკადები დამესხნენ თავს, ქვესკნელის ბორკილები შემომეხლართა და სიკვდილის ბადეებში გავები.ებრაელთა 2:14-15 რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი; და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო.
- ფსალმუნები 22:4
სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
- მათეს 4:16
ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, დიდი სინათლე იხილა, სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე ამოუბრწყინდათ”.
- ფსალმუნები 12:3
მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! სინათლე მოჰფინე ჩემს თვალებს, თორემ დავიძინებ სასიკვდილოდ.
- ეზეკიელი 32:10
და გავაოგნებ შენით მრავალ ხალხებს, და მათი მეფენი შეძრწუნდებიან შენს გამო, როცა მოვიქნევ ჩემს მახვილს მათ წინაშე, და იკანკალებს ყოველ წამს თითოეული თავისი დაღუპვის შიშით შენი დაცემის დღეს.
- ფსალმუნები 55:3
როდესაც მეშინია, შენზე ვდებ იმედს.
- გამოცხადება 21:4
მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
- 2 ტიმოთეს 1:7
რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
- ფსალმუნები 33:4
ვეძებდი უფალს და მიპასუხა, დამიხსნა ყველა ჩემი შიშისგან.
- 1 იოანეს 5:12
ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.