ბიბლიის მუხლები თემაზე
სიკეთის წილ ბოროტი
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 44:4
ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, როდესაც უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘რატომ მომაგეთ ბოროტი კეთილის წილ?’
- ფსალმუნები 34:12
სიკეთის წილ ბოროტებით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
- ფსალმუნები 37:20
კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი, იმისთვის მემტერებიან, სიკეთეს რომ მივყვები.
- ფსალმუნები 108:5
კეთილის წილ ბოროტი მომაგეს და ჩემი სიყვარულის წილ - სიძულვილი.
- იგავნი 17:13
ვინც სიკეთის წილ ბოროტს მიაგებს, სახლში სიავე არ გამოელევა.
- იერემია 18:20
განა სიკეთეს ბოროტებით უხდიან, ორმო რომ გამითხარეს? გაიხსენე, შენ წინაშე რომ ვიდექი და მათდა სასიკეთოდ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ შემებრუნებინა მათგან.
- ფსალმუნები 7:4
თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე ან თუ გამეძარცვოს ის, ვინც უმიზეზოდ მმტრობს,
მსგავსი თემები: