მთავარითემები „ბ“ბოროტის წილ ბოროტი

ბოროტის წილ ბოროტი

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთ 12:17
    არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე.
  2. 1 თესალონიკელთა 5:15
    თვალი გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ ვინმეს ბოროტი არავინ მიაგოს; არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთეს მისდიოთ, ერთმანეთის მიმართ იქნება ეს, თუ ყველას მიმართ.
  3. 1 პეტრეს 3:9
    ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
  4. მათეს 5:39
    მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
  5. დაბადება 50:15
    იხილეს იოსების ძმებმა, რომ გარდაიცვალა მათი მამა და თქვეს: „ვაითუ გვიმტროს იოსებმა იმ ბოროტებისთვის, რაც მას გავუკეთეთ!
  6. მსაჯული 15:10
    ჰკითხეს იუდას მკვიდრებმა: „რად ამოხვედით ჩვენთან?” უპასუხეს: „სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რათა ისევე მოვექცეთ მას, როგორც ის მოგვექცა”.
  7. მსაჯული 15:11
    სამი ათასი კაცი ჩავიდა იუდადან ყეტამის კლდესთან და უთხრეს სამსონს: „განა არ იცი, რომ ფილისტიმელნი მთავრობენ ჩვენზე? ასე რად მოგვექეცი?” უპასუხა: „როგორც მომექცნენ, ისე მოვექეცი”.
  8. იგავნი 24:29
    ნურც იმას იტყვი: როგორც მომექცა, ისევე მოვექცევი, თავისი ქცევისამებრ მივუზღავო.
  9. იგავნი 20:22
    ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.
  10. ეზეკიელი 7:9
    არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, არამედ გაზღვევინებ შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალი ვმუსრავ!
  11. ფსალმუნები 136:8
    ბაბილონის ასულო, გამაპარტახებელო! კურთხეულ იქნება ის, ვინც სამაგიეროს მოგიზღავს.
  12. ფსალმუნები 40:10
    შენ კი შემიწყალე უფალო და წამომაყენე და მე მივუზღავ მათ.
მსგავსი თემები:

← ყველა თემა „ბ“-ზე