მთავარითემები „ს“სიცილი

სიცილი

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 31:25
    ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს.
  2. მათეს 9:24
    უთხრა მათ: „წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს“. და სასაცილოდ აიგდეს იგი.
  3. მარკოზის 5:40
    დასცინეს მას. მან კი ყველანი გამოაძევა, გაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თანმხლებნი და შევიდა, სადაც ბავშვი იყო.
  4. ლუკას 8:53
    ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
  5. იობი 41:29
    ბზედ მიაჩნია რკინა და შუბის ზუზუნზე ეცინება.
  6. ფსალმუნები 51:6
    ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, გაიცინებენ მასზე და იტყვიან:
  7. აბაკუმი 1:10
    მეფეებს დასცინიან, მთავრებს მასხრად იგდებენ. ყველა ციხე-სიმაგრეს დასცინიან, მიწაყრილებს ახვავებენ და იპყრობენ.
  8. ფსალმუნები 2:4
    გაიცინებს ზეცის მკვიდრი, დასცინებს მათ უფალი.
  9. ფსალმუნები 36:13
    მაგრამ უფალი დასცინებს მას, ვინაიდან, ხედავს რომ მოდის მისი დღე.
  10. ფსალმუნები 58:8
    შენ კი გაიცინებ მათზე უფალო, დასცინებ ყველა ხალხს.
  11. იგავნი 1:26
    მეც გავიცინებ თქვენს უბედურებაზე და დაგცინებთ, როცა აგიტანთ ძრწოლა.
  12. ფსალმუნები 125:2
    მაშინ სიცილით აივსო ჩვენი პირი და ჩვენი ენა - სიხარულის შეძახილით. მაშინ ამბობდნენ ერებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა მათთვის უფალმა.
  13. ლუკას 6:21
    ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
  14. იობი 5:22
    გაჭირვებასა და შიმშილს დასცინებ და ველურ მხეცებს არ შეუშინდები.
  15. იობი 8:21
    ისევ აგივსებს პირს სიცილით და ბაგეებს სიხარულის ყიჟინით.
  16. იერემია 51:39
    როცა გახურდებიან, ნადიმს მოვუწყობ და დავათრობ, რათა გამხიარულდნენ, სამარადისო ძილით დაიძინონ და აღარ გამოიღვიძონ“ - ამბობს უფალი.
  17. იგავნი 14:13
    სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.
  18. ლუკას 6:25
    ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
  19. იაკობის 4:9
    დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.
  20. დაბადება 18:12-15
    გაეცინა სარას გულში და თქვა: „როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!“  და უთხრა უფალმა აბრაჰამს: „რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?  განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!“  შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: „არა, გაიცინე!
  21. ფსალმუნები 21:7-8
    ყველა, ვინც მხედავს, დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ.  უფალს მიენდო და უფალმა იხსნას; მან გადაარჩინოს, რაკი ისურვა იგი.

← ყველა თემა „ს“-ზე