ბიბლიის მუხლები თემაზე
შვილები, ძღვენი ღვთისა
5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 112:9
რომელიც ბერწს დაამკვიდრებს სახლში, რათა იყოს შვილებით ბედნიერი დედა. ადიდეთ უფალი!
- ფსალმუნები 126:3
აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი.
- დაბადება 33:5
გაიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები და თქვა: „შენი რა არიან ესენი?“ და თქვა იაკობმა: „შვილებია, ღმერთმა რომ უწყალობა შენს მსახურს.
- იესო ნავეს ძე 24:3
და წამოვიყვანე თქვენი მამა, აბრაამი, მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, და გავამრავლე მისი თესლი, და მივეცი მას ისააკი,
- იგავნი 17:6
შვილთა შვილები მოხუცთა გვირგვინია; შვილთა დიდება – მათი მშობლებია.