მთავარითემები „შ“შვილებზე სწავლება

შვილებზე სწავლება

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 4 მეფეთა 12:2
    სწორეს აკეთებდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას.
  2. ფსალმუნები 33:11
    მოდით, შვილებო, მომისმინეთ! უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
  3. ფსალმუნები 77:5
    არ დავუმალავთ მათ შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.
  4. იგავნი 3:1
    შვილო ჩემო! ჩემს რჯულს ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,
  5. მეორე რჯული 6:6-7
    და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას.
  6. გამოსვლა 10:2
    რათა შენ მოუთხრო შენს შვილსა და შვილიშვილს, რაც გავაკეთე ეგვიპტეში და ჩემს სასწაულებზე, რომელნიც მე მოვუვლინე, და თქვენ გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი.
  7. მეორე რჯული 6:20-21
    თუ შეგეკითხება ხვალ შენი ძე და გეტყვის: „რა არის ეს მოწმობანი, წესები და კანონები, რაც გიბრძანათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა“ – ასე უპასუხე: „ფარაონის მონები ვიყავით ეგვიპტეში, და უფალმა გამოგვიყვანა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით.
  8. მეორე რჯული 11:19
    და ასწავლეთ ის თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ მათ შინ და გარეთ, გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას.
  9. იგავნი 1:8
    ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ გადახვალ,
  10. ესაია 38:19
    ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი გადიდებს შენ, როგორც მე გადიდებ დღეს. მამა მოუყვება შვილებს შენს ჭეშმარიტებას.
  11. იოველი 1:3
    გადაეცით თქვენს შვილებს ამის თაობაზე, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს გადასცენ, მათმა შვილებმა კი – მომავალ თაობას:

← ყველა თემა „შ“-ზე