მთავარითემები „შ“შვილების დამოკიდებულება მშობლებისადმი

შვილების დამოკიდებულება მშობლებისადმი

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 6:1
    შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.
  2. კოლოსელთა 3:20
    შვილებო, დაექვემდებარეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგან ასეა მოსაწონი უფლისათვის.
  3. იგავნი 6:20
    დაიცავი, შვილო ჩემო, მამაშენის მცნებანი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
  4. იგავნი 23:22
    უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და ნუ მოიძულებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება.
  5. ეფესელთა 6:2-3
    პატივი ეცი შენს მამას და დედას,“ – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – „რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
  6. მეორე რჯული 5:16
    პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, როგორც გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს.
  7. მეორე რჯული 27:16
    ‘წყეულიმც იყოს მაგინებელი თავისი მამისა და დედისა!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
  8. იგავნი 19:26
    მამის მაგინებელი და დედის გამძევებელი შერცხვენისა და ყვედრების ღირსია.
  9. იგავნი 20:20
    დედ-მამის მაგინებელს სანთელი ჩაუქრება უკუნეთ ღამეში.
  10. მათეს 19:19
    პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
  11. მარკოზის 10:19
    იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.

← ყველა თემა „შ“-ზე