მთავარითემები „შ“შვილები, როგორც კურთხევა

შვილები, როგორც კურთხევა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 23:24
    ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.
  2. ფსალმუნები 127:3
    ცოლი შენი, ვითარცა მსხმოიარე ვაზი შენი სახლის კედლებში; შენი შვილები, ვითარცა ზეთისხილის ნორჩი ხეები შენი სუფრის გარშემო.
  3. ფსალმუნები 126:4-5
    როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება მტრებთან კარიბჭეში ლაპარაკისას.
  4. იგავნი 15:20
    ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი კი დედის შემარცხვენელია.
  5. იგავნი 27:11
    დაბრძენდი, შვილო, და გამიხარე გული; და მეც სათქმელი მექნება მოწინააღმდეგისთვის.
  6. იგავნი 29:3
    სიბრძნის მიმდევარი მამას ახარებს; მეძავთა ამყოლი კი ქონებას ანიავებს.
  7. ლუკას 15:23-24
    მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და გავიხაროთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება.

← ყველა თემა „შ“-ზე