მთავარითემები „შ“შეოლი

შეოლი

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 88:48
    ვინ არის კაცი, რომ სიკვდილი არ იხილოს, და იხსნას სული თვისი ჯოჯოხეთის ხელთაგან?
  2. დაბადება 37:35
    ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
  3. 3 მეფეთა 2:9
    მაგრამ შენ ნუ დატოვებ და­უ­ს­ჯ­ელს, ვინაიდან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე! სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანე სა­ფლავში!
  4. ფსალმუნები 17:5
    გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
  5. ფსალმუნები 106:20
    მოუვლინა თავისი სიტყვა, განკურნა ისინი და საფლავისგან გამოიხსნა.
  6. იგავნი 1:12
    ქვესკნელივით ჩავყლაპოთ ისინი, ცოცხლად და მთლიანად, სამარეში ჩამსვლელთა მსგავსად,
  7. იგავნი 16:30
    ქვესკნელი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასოდეს იტყვიან: კმარა!
  8. ეზეკიელი 31:15-17
    ასე ამბობს უფალი ღმერთი: გლოვა გავმართე მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს; უფსკრული დავუგმანე, მდინარეები დავაკავე და შეჩერდნენ დიდი წყლები. ლიბანი ვაგლოვე მასზე და მინდვრის ყოველი ხე მოსუსტდა მის გამო. ხალხები შევძარი მისი დაცემის ხმაზე, ქვესკნელში რომ ჩავიყვანე საფლავში ჩასულებთან; ნუგეშცემულ იქნა ედემის ყველა ხე, ქვესკნელის ქვეყანაში, ლიბანის რჩეულები და საუკეთესონი, წყლით უხვად დარწყულებულნი; ისინიც მასთან ერთად ჩავიდნენ ქვესკნელში, მახვილით დახოცილებთან ერთად; მისი შემწენიც, მის ჩრდილქვეშ რომ ცხოვრობდნენ ხალხებს შორის.
  9. იონა 2:2
    ამბობდა: „გასაჭირში მოვუხმე უფალს და მან მიპასუხა! შემოგღაღადე შავეთის წიაღიდან და შენ ისმინე ჩემი ხმა!
  10. ფსალმუნები 87:11-12
    განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - აბადონში? განა შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?
  11. იობი 17:13-16
    თუ ველი შავეთს, როგორც ჩემს სახლს, თუ წყვდიადში გავიმზადებ სარეცელს. თუ ჩავძახებ სამარეს: მამა ხარ ჩემი! მატლს - დედა ხარ ჩემი და დაი ხარ ჩემი! სადღაა ჩემი იმედი? და ჩემს სასოებას ვინ იხილავს? თან ჩამომყვება შავეთში? ნუთუ ერთად განვისვენებთ მტვერში?

← ყველა თემა „შ“-ზე