მთავარითემები „ნ“ნდობა

ნდობა

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იესო ნავეს ზე 1:9
    აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.
  2. ფსალმუნები 9:10
    შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
  3. ფსალმუნები 20:7
    რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.
  4. ფსალმუნები 30:14
    მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: „შენა ხარ ჩემი ღმერთი.
  5. ფსალმუნები 55:3
    საშიშროების დღეს შენ მოგენდობი.
  6. ფსალმუნები 83:12
    უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.
  7. იგავნი 3:5-6
    დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.
  8. იერემია 29:11
    რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ - სიტყვა უფლისა, - ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.
  9. ფსალმუნები 59:12
    ღმერთთან შევქმნით ჩვენ ლაშქარს, და ღმერთი დაამხობს ჩვენს მტრებს.
  10. იგავნი 11:13
    ცილისმწამებელი საიდუმლოს ამჟღავნებს, სულით მტკიცე კი ფარავს საქმეს.
  11. ესაია 43:1
    მაგრამ ახლა, ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ.
  12. იერემია 7:8
    აჰა, თქვენ დანდობილი ხართ ცრუ, უსარგებლო სიტყვებზე.
  13. დანიელი 6:23
    მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და ბრძანა დანიელი ხაროდან ამოეყვანათ. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. არაფერი ვნებოდა, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა.
  14. გამოცხადება 21:5
    თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს”. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია”.
  15. ლევიანნი 19:31
    ‘ნუ მიმართავთ მესულთანეებს და ჯადოსნებს, ნუ ცდილობთ გაუწმიდურებას მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

← ყველა თემა „ნ“-ზე