ბიბლიის მუხლები თემაზე
მორწმუნეთა დამოკიდებულება დანაშაულზე
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 37:18
ჩემს დანაშაულს ვაღიარებ და ფრიად ვგლოვობ ჩემს ცოდვაზე.
- ნეემია 9:2
გამოეყვნენ ისრაელის შთამომავალნი ყველა უცხოელს, დადგნენ და თავიანთი ცოდვები და მამების უმართლობა აღიარეს.
- ფსალმუნები 24:11
შენი სახელისთვის შემინდე დანაშაული, უფალო, რადგან დიდია იგი.
- ფსალმუნები 31:5
ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.
- 2 ტიმოთეს 2:19
ღვთის მტკიცე საფუძველი კი ურყევი რჩება და აქვს ეს ბეჭედი: „იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს”.
- ფსალმუნები 124:3
რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე.
- ესაია 59:2
არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!
- ფსალმუნები 118:133
შენი ნათქვამით განმიმტკიცე ნაბიჯები, ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს.
- ფსალმუნები 65:18
სიმრუდე რომ შეემჩნია ჩემს გულში, არ შეისმენდა უფალი.