მთავარითემები „მ“მადლიერება

მადლიერება

20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფილიპელთა 4:6
    არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს
  2. 1 თესალონიკელთა 5:18
    მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში;
  3. ფსალმუნები 106:1
    ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
  4. ფსალმუნები 94:2-3
    სამადლობელით წარვდგეთ მის წინაშე, და სიმღერით შევღაღადოთ მას. რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული;
  5. 1 კორინთელთა 1:4-5
    მარადის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, ღვთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში, იმიტომ, რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით,
  6. 2 კორინთელთა 4:15-16
    ვინაიდან ყოველივე თქვენთვის არის, რათა მრავლის მიერ მადლის გამრავლებით გავრცელდეს მადლიერება ღვთის სადიდებლად. ამიტომ არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე.
  7. 2 კორინთელთა 9:11-12
    ყველაფერში გამდიდრდებით ყოველგვარი ხელგაშლილობისათვის, რაც ჩვენს მიერ ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს. ვინაიდან ამ საქმის სამსახური არა მარტო ავსებს წმიდათა ნაკლებობას, არამედ უხვობს კიდეც ღვთისადმი მრავალი მადლიერებით.
  8. ეფესელთა 5:20
    მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს და მამას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.
  9. ფსალმუნები 49:14
    მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
  10. ებრაელთა 13:15
    მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.
  11. 1 ტიმოთეს 4:4-5
    ვინაიდან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული, რადგან იწმიდება ღვთის სიტყვით და ლოცვით.
  12. 1 ნეშტთა 16:34
    აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი. რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
  13. ფსალმუნები 27:7
    უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი; მისით სასოებს ჩემი გული, და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული, და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.
  14. ფსალმუნები 99:4
    შედით მის კარიბჭეში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში – ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი!
  15. ფსალმუნები 30:19
    რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, უფალო, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე.
  16. კოლოსელთა 3:15
    ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი.
  17. რომაელთა 12:1
    ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.
  18. 2 კორინთელთა 2:14
    მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას,
  19. იერემია 33:11
    მხიარულების ხმა და ლხენის ხმა, ნეფის ხმა და პატარძლის ხმა, ხმა მთქმელთა: ადიდეთ უფალი ცაბაოთი, რადგან კეთილია უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მოიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან, როგორც თავდაპირველად იყო.” – სიტყვა უფლისა.
  20. კოლოსელთა 3:17
    და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ ჰმადლობდეთ მამა ღმერთს.

← ყველა თემა „მ“-ზე