მთავარითემები „ღ“ღვთის რჩევა

ღვთის რჩევა

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 72:24
    შენი რჩევით მიმიძღვი წინ და დიდებამდე მიგყავარ.
  2. ფსალმუნები 15:7
    ვაკურთხებ უფალს, რომ მომცა რჩევა; ღამღამობითაც კი მწვრთნის ჩემი გული.
  3. ფსალმუნები 31:8
    ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
  4. ფსალმუნები 118:24
    შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის - ჩემი მრჩეველნი არიან ისინი.
  5. ესაია 9:6
    რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.
  6. იერემია 32:19
    აღმატებულია განზრახვაში და დიდებულია საქმეებში; მისი თვალები ღიაა ადამიანის ძეთა გზების მიმართ, რათა თითოეულს თავისი გზებისა და ნამოქმედარის ნაყოფის მიხედვით მიუზღო.
  7. ფსალმუნები 32:11
    რჩევა უფლისა იდგება მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისი გულისა.
  8. იგავნი 19:21
    მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.
  9. ეფესელთა 1:11
    მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებულნი მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნება-სურვილით იქმს.
  10. 2 მეფეთა 16:23
    ახითოფელის მიერ გაცემული რჩევა იმ დროს ისე ითვლებოდა, როგორც ღვთისთვის ნაკითხი სიტყვა. ასეთი იყო ახითოფელის ყოველი რჩევა დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.
  11. იგავნი 8:14
    ჩემთანაა რჩევა და ჯანსაღი სიბრძნე; მე ვარ გონიერება და მაქვს ძლიერება.
  12. ფსალმუნები 106:11
    რადგან ეურჩებოდნენ ღვთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
  13. ფსალმუნები 105:13
    მალევე დაივიწყეს მისი საქმეები, არ დაელოდნენ მის რჩევას.
  14. ესაია 30:2
    ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად, ფარაონის მფარველობის ქვეშ რომ მტკიცდებიან და ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს.
  15. იგავნი 1:25
    უკუაგდეთ ჩემი რჩევები; ყური არ ათხოვეთ ჩემს შეგონებებს.
  16. იგავნი 1:30
    არ მიიღეს ჩემი რჩევა და მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება.

← ყველა თემა „ღ“-ზე