მთავარითემები „ღ“ღმერთმა აჩვენა თავისი ძალა

ღმერთმა აჩვენა თავისი ძალა

24 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იერემია 27:5
    მე შევქმენი ეს ქვეყანა, ადამიანი და პირუტყვი ქვეყნის ზედაპირზე ჩემი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით და იმას ვაძლევ, ვინც ამას იმსახურებს ჩემს თვალში.
  2. იერემია 32:17
    ოჰ, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შექმენი ცანი და დედამიწა შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით, შეუძლებელი არაფერია შენთვის!
  3. ესაია 40:26
    ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს.
  4. გამოსვლა 9:16
    მაგრამ, იმისათვის გტოვებ, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რათა ეუწყოს მთელ დედამიწას ჩემი სახელი.
  5. ფსალმუნეი 105:8
    მაგრამ თავისი სახელის გამო იხსნა მან, რათა შეეცნოთ მისი ძლიერება.
  6. რომაელთა 9:17
    ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე“.
  7. ფსალმუნები 76:14
    შენა ხარ ღმერთი, სასწაულმოქმედი; შენ გამოავლინე შენი ძლიერება ერებს შორის.
  8. ფსალმუნები 110:6
    უჩვენა თავის ხალხს თავის საქმეთა ძალა, როცა ერების მემკვიდრეობა მისცა მათ.
  9. ფსალმუნები 62:2
    ასე გიხილე საწმიდარში; ვიხილე შენი ძალა და დიდება შენი
  10. გამოსვლა 14:31
    იხილა ისრაელმა დიადი საქმე, რომელიც მოახდინა უფალმა ეგვიპტელებზე და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ ისინი უფალს და მოსეს, მის მსახურს.
  11. მარკოზის 9:1
    უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ღმერთის სამეფოს, ძლიერებით მოსულს“.
  12. ლუკას 1:35
    მიუგო ანგელოზმა პასუხად: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
  13. რომაელთა 1:4
    სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
  14. რომაელთა 1:20
    ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
  15. რომაელთა 9:22
    მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
  16. 1 კორინთელთა 6:14
    ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
  17. 2 კორინთელთა 13:4
    რადგან, თუმცა უძლურებაში იყო ჯვარცმული, ცოცხალია ღვთის ძლიერებით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძლიერებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.
  18. ეფესელთა 3:7
    სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით.
  19. 1 პეტრეს 1:5
    ღვთის ძალით დაცულნო - რწმენის მეშვეობით - ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
  20. 2 პეტრეს 1:3
    ისე, როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისკენ მოგვიწოდა,
  21. გამოცხადება 11:17
    თქვეს: „გმადლობთ, შენ, უფალო, ყოვლისმპყრობელო ღმერთო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, რადგან ხელთ იპყარ შენი დიდი ძალა და გამეფდი.
  22. გამოცხადება 12:10
    და გავიგონე დიდი ხმა, ცაში რომ ლაპარაკობდა: „დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე;
  23. გამოცხადება 16:9
    იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს წყლულებზე; და არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
  24. აბაკუმი 3:4
    მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.

← ყველა თემა „ღ“-ზე