მთავარიბიბლია2 კორინთელთა მიმართ

ახალი აღთქმა · 2 კორინთელთა მიმართ

2 კორინთელთა მიმართ 13

13

ბოლო დარიგებანი და მოკითხვები

1 ეს მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი მოწმის ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.

2 მე წინასწარ ვეუბნებოდი და ახლაც ვეუბნები, როგორც თქვენთან მეორედ ყოფნისას, ისე ახლაც – არყოფნისას, მათ, ვინც ადრე შესცოდა, და ყველა სხვას, რომ, თუ კვლავ მოვალ, არავის დავინდობ,

3 რაკი თქვენ ეძებთ იმის მტკიცებას, ლაპარაკობს ჩემში თუ არა ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენთვის, არამედ ძლიერია თქვენში.

4 ვინაიდან, თუმცა უძლურებისგან იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღვთის ძალისგან და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღვთის ძალისგან თქვენთვის.

5 საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოარკვიეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, მაშ, გამოცდას ვერ უძლებთ.

6 მაგრამ ვიმედოვნებ, ჩვენზე კი გაიგებთ, რომ არა ვართ გამოუცდელნი.

7 ვლოცულობთ ღვთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისათვის, რომ ჩვენ გამოცდილნი გამოვჩნდეთ, არამედ რათა სიკეთეს აკეთებდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.

8 ვინაიდან არაფრის გაკეთება ძალგვიძს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ ჭეშმარიტებისათვის.

9 რადგან გვიხარია, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. ამაზე ვლოცულობთ კიდეც, თქვენს სრულყოფაზე.

10 ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ძალაუფლებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად.

11 მაშ, ძმებო, იხარეთ და განმტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, მშვიდობიანნი, და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება.

12 მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ყველა წმიდა.

13 მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ.

2 კორინთელთა მიმართ — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13