მთავარითემები „ღ“ღმერთის სახე

ღმერთის სახე

31 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რიცხვნი 6:25-26
    უფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალოს. უფალმა მოგხედოს თავისი სახით და მშვიდობა მოგცეს!
  2. 1 ნეშტთა 16:11
    ეძიეთ უფალი და ძალა მისი, მუდმივად ეძიებდეთ მის სახეს.
  3. ფსალმუნები 4:6
    მრავალნი ამბობენ: ნეტავ გამოგვიჩნდეს სიკეთე! გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
  4. ფსალმუნები 30:16
    გამოუბრწყინე შენი სახე შენს მსახურს, გადაარჩინე შენი წყალობით.
  5. ფსალმუნები 79:19
    უფალო, ცაბაოთ ღმერთო, დაგვაბრუნე, დაე გაბრწყინდეს სახე შენი და გადავრჩებით.
  6. ეზეკიელი 39:29
    აღარ დავფარავ ჩემს სახეს მათგან, რადგან ისრაელის სახლზე მექნება გადმოღვრილი ჩემი სული!” – ამბობს უფალი ღმერთი.
  7. 2 მეფეთა 22:7-9
    გასაჭირში მოვუხმე უფალს, ჩემს ღმერთს შევღაღადე; და ისმინა ჩემი ხმა თავის ტაძარში და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი. შეირყა, იძრა დედამიწა, ათრთოლდა და შეირყა ზეცის საფუძველი ღვთის განრისხებისას. კვამლი ავარდა მისი ნესტოებიდან, მშთანმთქმელი ცეცხლი – მის ბაგეებიდან; ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.
  8. 4 მეფეთა 19:28
    იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნება, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
  9. ფსალმუნები 33:14-17
    ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე. უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები – მათი ღაღადისკენ. უფლის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა, რათა დედამიწიდან წარხოცოს მათი სახსენებელი. მოუხმობენ მართალნი და ისმენს უფალი – ყველა გასაჭირისგან იხსნის მათ.
  10. ესაია 59:1
    აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!
  11. 2 ნეშტთა 16:9
    მთელ დედამიწას ადევნებს თვალს უფალი, რათა განამტკიცოს და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც მთელი გულით მასზეა მინდობილი. უგუნურად მოიქეცი, ამიტომ ამიერიდან ომები გექნება”.
  12. ფსალმუნები 138:16
    ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში იყო ჩაწერილი ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ კიდევ არ იყო არც ერთი მათგანი.
  13. იგავნი 15:3
    ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.
  14. დანიელი 7:9
    ვაკვირდებოდი, სანამ დაიდგმებოდა ტახტები და დღეთა უძველესი დაჯდებოდა თავის ტახტზე. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და სუფთა მატყლივით ჰქონდა თმები თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ეტლის თვლები კი – მგზნებარე ცეცხლი.
  15. ფსალმუნები 88:34
    არ დავარღვევ ჩემს აღთქმას და ჩემი პირით ნათქვამს არ შევცვლი.
  16. ესაია 30:27
    აჰა, შორიდან მოდის უფლის სახელი, გიზგიზებს მისი რისხვა, შენივთდა კვამლი, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით, მისი ენა მჭამელი ცეცხლია.
  17. ესაია 45:23
    ჩემი თავი დავიფიცე! მართალი სიტყვა გამოვიდა ჩემი პირიდან და არ შეიცვლება: ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და მე დამიფიცებს ყველა ენა.
  18. გამოსვლა 33:20-23
    თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს მიხილოს და ცოცხალი დარჩეს”. თქვა უფალმა: „აჰა, ადგილია ჩემთან: დადექი ამ კლდეზე, და როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მოგათავსებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე გავივლი; მოგაშორებ ხელს და დაინახავ ჩემს ზურგს, მაგრამ სახეს ვერ იხილავ”.
  19. დაბადება 32:30
    თქვა იაკობმა: „პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი“ და უწოდა იმ ადგილს ფენიელი.
  20. გამოსვლა 33:11
    და ლაპარაკობდა უფალი მოსესთან პირისპირ, როგორც თავის მეგობარს ელაპარაკება კაცი. მერე ბრუნდებოდა ბანაკში; ხოლო მისი მსახური, ჭაბუკი იეშუა ნავეს ძე, არ შორდებოდა კარავს.
  21. რიცხვნი 12:7-8
    მაგრამ ასეთი არ არის ჩემი მსახური მოსე; მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული. პირისპირ ველაპარაკები, პირდაპირ და არა იგავებით. უფლის სახეს ჭვრეტს იგი. როგორ არ შეგეშინდათ მოსეს – ჩემი მსახურის წინააღმდეგ რომ ლაპარაკობთ?
  22. მათეს 18:10
    ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
  23. იობი 34:29
    როცა დუმს იგი, ვინ არის მისი მსჯავრმდებელი? როცა სახეს მალავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება ეს თუ ერთი კაცი.
  24. 1 კორინთელთა 13:12
    რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ.
  25. გამოცხადება 22:4
    იხილავენ მის სახეს, და მისი სახელი შუბლზე ექნებათ.
  26. ფსალმუნები 50:9
    სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
  27. მიქა 3:4
    მაშინ შეჰღაღადებთ უფალს, ის კი არ გიპასუხებთ; სახეს დაგიმალავთ ღაღადისას, რადგან ბოროტ საქმეებს სჩადიოდით.
  28. გამოცხადება 6:16
    და ეუბნებოდნენ მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვეცით და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან და კრავის რისხვისგან;
  29. 1 პეტრეს 3:12
    რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
  30. 2 ნეშტთა 7:14
    და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან – მაშინ მოვუსმენ ზეციდან, ცოდვას მივუტევებ და განვკურნავ მათ მიწას.
  31. ოსია 5:15
    წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს. თავიანთ გასაჭირში გულწრფელად დამიწყებენ ძებნას.

← ყველა თემა „ღ“-ზე