ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ყველას ხედავს
20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 13:2
გადმოხედა უფალმა ზეციდან ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს,
- ფსალმუნები 14:3
ვინც თავისი ენით არავის გასჭორავს, ცუდს არ უკეთებს მოყვასს და აუგს არ ამბობს ახლობლებზე.
- ზაქარია 9:1
განაჩენი: უფლის სიტყვა, ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მისი მოსვენების ადგილზე; რადგან კაცთა თვალები უფლისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით ისრაელის შტოთა თვალები.
- ფსალმუნები 65:7
უკუნისამდე მეფობს თავისი ძლიერებით, მისი თვალები ერებს აკვირდება, რომ არ აღსდგნენ ურჩნი.
- იობი 34:21
რადგან კაცის გზებზეა მისი თვალები და ის ხედავს მის ყოველ ნაბიჯს.
- იობი 24:23
სიმშვიდეს აძლევს მათ, თუმცა თვალს არ აშორებს მათ გზებს;
- დაბადება 16:14
ამიტომ შეარქვა ჭას „ბეერ ლაჰაი როი“ - მხილველის ჭა. იგი კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს.
- იობი 31:4
განა არ ხედავს ჩემს გზებს და ჩემს ყოველ ნაბიჯს არ ითვლის?
- იობი 33:11
ბორკილები დამადოო ფეხებზე და ყოველ ჩემს ნაბიჯს აკვირდება!
- ფსალმუნები 10:4
თავის წმიდა ტაძარშია უფალი და ზეცაშია ტახტი მისი; თავისი თვალით უმზერს ადამის შვილებს და ქუთუთოებით ამოწმებს.
- ფსალმუნები 32:13-14
ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ადამიანის ყველა ძეს. თავისი სამკვიდრებლიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
- იგავნი 5:21
რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზანი და მის ყველა ბილიკს ის სწონის.
- იერემია 32:19
აღმატებულია განზრახვაში და დიდებულია საქმეებში; მისი თვალები ღიაა ადამიანის ძეთა გზების მიმართ, რათა თითოეულს თავისი გზებისა და ნამოქმედარის ნაყოფის მიხედვით მიუზღო.
- იერემია 16:17
რადგან ჩემი თვალია მათ გზებზე, ვერ დამემალებიან და ვერც დანაშაულს დამიმალავენ.
- იობი 7:20
მე თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამიანთა გუშაგო? რატომ დამისვი სამიზნედ, ისე რომ, საკუთარ თავსაც ტვირთად ვექეცი?
- იობი 7:19
როდის მომაშორებ მზერას და დამეხსნები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?
- იობი 13:27
ხუნდებს მადებ ფეხებზე, უდარაჯებ ყველა ჩემს გზას და ფეხდაფეხ მომყვები!
- იობი 16:9
მისი რისხვა მგლეჯს და მდევნის, კბილებს მიღრჭენს და თვალებს ილესავს ჩემზე მტერი,
- ფსალმუნები 138:16
ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში იყო ჩაწერილი ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ კიდევ არ იყო არც ერთი მათგანი.
- 2 კორინთელთა 12:19
ისევ ფიქრობთ, რომ თავს ვიმართლებთ თქვენთან? ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ, ქრისტეში და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლადაა.