მთავარითემები „ღ“ღმერთი ხედავს მთელ დედამიწას

ღმერთი ხედავს მთელ დედამიწას

20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 16:13
    და უწოდა ჰაგარმა უფალს, რომელიც მას ელაპარაკა, „ელ როი“ - „უფალი, რომელიც ხედავს!“ და თქვა: „აქ ვნახე ღმერთი, რომელიც მხედავს.
  2. იობი 10:4
    ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?
  3. ფსალმუნები 95:9
    თაყვანი ეცით უფალს წმიდა მოწიწებით; თრთოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!
  4. ზაქარია 4:10
    რადგან ვინ მოიძულა მცირე წამოწყების დღე? გაიხარებენ ისინი, რადგან იხილავენ შვეულს ზერუბაბელის ხელში - ეს უფლის შვიდი თვალია, ისინი გადასწვდებიან მთელ ქვეყნიერებას.
  5. ფსალმუნები 112:6
    თავს იმდაბლებს, რათა იხილოს ცა და ქვეყანა;
  6. ფსალმუნები 32:13
    ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ადამიანის ყველა ძეს.
  7. ფსალმუნები 101:19
    რადგან გადმოიხედა უფალმა თავისი წმიდა სიმაღლიდან, ზეციდან გადმოხედა დედამიწას.
  8. ესაია 18:4
    რადგან ასე მითხრა უფალმა: „მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამკვიდროდან, როგორც შუადღის ხვატის სინათლე და როგორც ნამის ღრუბელი მკის პაპანაქებაში.
  9. გოდება იერემიასი 3:50
    ვიდრე არ გადმოიხედება და არ იხილავს უფალი ციდან.
  10. დაბადება 1:4
    იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო ნათელი და გაყო ღმერთმა ნათელი ბნელისგან.
  11. დაბადება 1:10
    უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
  12. დაბადება 1:12
    აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
  13. დაბადება 1:18
    რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
  14. დაბადება 1:21
    შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
  15. დაბადება 1:25
    შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
  16. დაბადება 1:31
    იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
  17. დაბადება 9:16
    გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე.
  18. მეორე რჯული 11:12
    მიწა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს; უფლის, შენი ღმერთის თვალია მასზე, წლის დასაწყისიდან - დასასრულამდე.
  19. იგავნი 22:12
    უფლის თვალები ცოდნას იცავენ, მოღალატის ნათქვამს კი ძირს დასცემს.
  20. იობი 28:24
    რადგან ის გაჰყურებს დედამიწის კიდეებს და ხედავს მთელ ცისქვეშეთს.

← ყველა თემა „ღ“-ზე