მთავარითემები „ღ“ღმერთი დუმს

ღმერთი დუმს

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 49:21
    მას სჩადიოდი და მე ვდუმდი; გეგონა, რომ მე შენი მსგავსი ვარ; ახლა კი გამხელ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.
  2. ესაია 64:12
    მაინც შეყოვნდები, უფალო? ნუთუ მდუმარედ დარჩები და გაგვტანჯავ მეტისმეტად?
  3. აბაკუმი 1:13
    მეტად სუფთაა შენი თვალები რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?
  4. იობი 34:29
    როცა დუმს იგი, ვინ არის მისი მსჯავრმდებელი? როცა სახეს მალავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება ეს თუ ერთი კაცი.
  5. ესაია 42:14
    დიდხანს ვდუმდი, გავჩერდი, თავს ვიკავებდი; ახლა კი მშობიარესავით ავკივლდები, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.
  6. ესაია 57:11
    ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, როცა იცრუე, არ გამიხსენე და გულს აღარ მიდებდი? დიდხანს ვდუმდი და ამიტომ აღარ გეშინოდა ჩემი?
  7. სოფონია 3:17
    უფალი, შენი ღმერთია შენს შორის; ძლევამოსილი მეომარი. სიხარულით გაიხარებს შენზე, თავისი სიყვარულით განგაახლებს და გალობით იზეიმებს შენზე.
  8. ებრაელთა 12:19
    არც საყვირისა და სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, აღარ გაგრძელებულიყო სიტყვა,
  9. ფსალმუნები 27:1
    შენ მოგიხმობ უფალო, სიმაგრევ ჩემო! ნუ დადუმდები; ვაი, თუ დადუმდე და საფლავში ჩასულს დავემგვანო.
  10. ფსალმუნები 82:1
    ღმერთო, ნუ დადუმდები; ჩუმად ნუ იქნები და ნუ დამშვიდდები, ღმერთო!
  11. ფსალმუნები 108:1
    ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
  12. ესაია 62:1
    არ დავდუმდები სიონის გამო და არ დავმშვიდდები ისრაელის გამო, ვიდრე ნათელივით არ გამობრწყინდება მისი სიმართლე და ანთებული ჩირაღდანივით – მისი ხსნა.

← ყველა თემა „ღ“-ზე