ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ჩვენი თავშესაფარია
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 31:7
რადგან შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, გაჭირვებისგან მიფარავ და ხსნის სიხარული შემომარტყი გარს.
- ფსალმუნები 118:114
ჩემი თავშესაფარი და ფარი ხარ, შენს სიტყვაზე ვარ მინდობილი.
- ფსალმუნები 16:8
თვალის გუგასავით გამიფრთხილდი, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე,
- ფსალმუნები 26:5
რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამიცავს თავისი კარვის საფარქვეშ, კლდეზე ამამაღლებს.
- ფსალმუნები 30:20
შენ იფარავ მათ შენი პირის საფარველქვეშ ადამიანთა ხრიკებისგან, იცავ მათი ენით მომხდარი დავიდარაბისგან.
- ფსალმუნები 63:2
დამიფარე სიავის მოქმედთა ფარული ზრახვებისგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისგან.
- ფსალმუნები 142:9
შენი ნების შესრულება მასწავლე, რადგან ჩემი ღმერთი ხარ შენ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სწორ გზაზე.
- ესაია 32:2
ისე იქნება ყოველი მათგანი, როგორც თავშესაფარი ქარში და სამალავი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები გამომშრალ ქვეყანაში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე.
- ფსალმუნები 60:3
რადგან შენ ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი – მტრისგან დამცველი.
- ფსალმუნები 67:20
ღმერთია, ჩვენი ხსნის ღმერთი, უფალი ღმერთის ხელშია ხსნა სიკვდილისგან.