მთავარითემები „გ“გამამხნევებელი

გამამხნევებელი

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 3:5-6
    დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.
  2. იგავნი 18:10
    უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება
  3. ესაია 41:10
    ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’
  4. იოანეს 14:27
    მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისე კი არ გაძლევთ, ქვეყანა რომ იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
  5. იოანეს 16:33
    ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.
  6. ფსალმუნები 45:1-3
    ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ. თუნდაც იხმაურონ, იბობოქრონ მათმა წყლებმა. მთები შეირყევიან მათი მედიდურებით.
  7. 2 ტიმოთეს 1:7
    ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
  8. ფსალმუნები 15:8
    წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
  9. ფსალმუნები 54:22
    მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას.
  10. 1 პეტრეს 5:7
    თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
  11. ესაია 26:3
    სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი.
  12. ფსალმუნები 117:14-16
    ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, და ის იქნება ჩემი მშველელი.  ხმა სიმღერისა და შეწევნისა მართალთა კარვებში: „უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის! უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის!
  13. ფსალმუნები 118:114-115
    თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი; შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. შორს ჩემგან, უკეთურნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას!
  14. ფსალმუნები 118:25
    მიწა-მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
  15. ფსალმუნები 118:50
    ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამაცოცხლა.
  16. ფსალმუნები 118:71
    კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესდებანი შენი.
  17. ფსალმუნები 119:1
    უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე, და მიპასუხა.

← ყველა თემა „გ“-ზე