მთავარითემები „დ“დილით

დილით

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 29:5
    რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი – მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი – სიხარულის ყიჟინა.
  2. ფსალმუნები 142:7
    მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, ვინაიდან შენ გენდობი. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რადგან შენკენ აღვაპყარ ჩემი სული.
  3. გამოსვლა 16:8
    და თქვა მოსემ: „მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა”.
  4. გამოსვლა 16:12
    ვისმინე ისრაელის ძეთა ჩივილი; ასე უთხარი მათ: მწუხრის ჟამს ხორცს შეჭამთ, დილას კი პურით გაძღებით. და გაიგებთ რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
  5. ფსალმუნები 87:13
    მე კი უფალო, შენ გევედრები და დილდილობით ჩემი ლოცვა წინ გეგებება.
  6. ფსალმუნები 58:16
    მე კი შენს სიძლიერეს ვუმღერებ და დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
  7. ფსალმუნები 89:14
    შენი წყალობით გაგვაძღე გარიჟრაჟზე, რათა სიხარულით ვიგალობოთ და ვიმხიარულოთ მთელი ჩვენი დღენი.
  8. მეორე რჯული 28:67
    გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო.
  9. ფსალმუნები 91:2
    დილით შენს სიკეთეს ვაუწყებდეთ და ღამით – შენს ერთგულებას;
  10. ფსალმუნები 54:17
    საღამოთი, დილით და შუადღით შევევედრები, შევტირებ და მოისმენს ჩემს ხმას.
  11. იგავნი 27:14
    თუ ვინმე დილაადრიან ხმამაღლა აკურთხებს თავის მეგობარს - წყევლად ჩაეთვლება ეს.
  12. მიქა 2:1
    ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა.
  13. დაბადება 49:27
    მტაცებელი მგელია ბენიამინი: დილით ნანადირევს ჭამს და საღამოს ნადავლს იყოფს”.

← ყველა თემა „დ“-ზე