მთავარითემები „დ“დედის სიკვდილი

დედის სიკვდილი

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 5:4
    ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
  2. 2 კორინთელთა 1:3-4
    კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეში ვცეთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთ იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს.
  3. დაბადება 24:67
    შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
  4. გამოცხადება 21:4
    მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
  5. ფსალმუნები 33:18
    ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
  6. გოდება იერემიასი 3:31-33
    რადგან არ მიატოვებს უფალი საუკუნოდ. რადგან თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდეც თავისი დიდი მოწყალებით. რადგან გულით როდი სტანჯავს და ამწუხრებს ადამიანთა შვილებს,
  7. ფსალმუნები 9:9
    უფალი იქნება ჩაგრულის თავშესაფარი და დასაყრდენი გაჭირვების დროს.
  8. ფსალმუნები 29:2
    უფალო, ღმერთო ჩემო! შემოგღაღადე და განმკურნე მე.
  9. ფსალმუნები 45:1
    ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
  10. ფსალმუნები 61:1
    მხოლოდ ღმერთს ელის მდუმარედ ჩემი სული; მისგანაა ჩემი ხსნა.
  11. ფსალმუნები 146:3
    გულგატეხილებს განკურნავს და ჭრილობებს უხვევს მათ.
  12. ლუკას 6:21
    ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
  13. 2 კორინთელთა 1:3
    კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი.

← ყველა თემა „დ“-ზე