ბიბლიის მუხლები თემაზე
დანაღვლიანებულის დაიმედება
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იობი 11:16
რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ.
- ფსალმუნები 29:5
რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი – მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი – სიხარულის ყიჟინა.
- ფსალმუნები 33:19-20
მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი. მის ყოველ ძვალს იცავს იგი, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
- ფსალმუნები 40:3
უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; ავადმყოფობის სარეცელიდან წამოაყენებს მას.
- ფსალმუნები 49:15
მომიხმე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- ფსალმუნები 93:12
ნეტარია კაცი, რომელსაც წვრთნი უფალო, და ასწავლი შენს რჯულს.
- ფსალმუნები 137:7
შუაგულ ჭირშიც რომ გავდიოდე, შენ შემინარჩუნებ სიცოცხლეს; ხელს გამოიწვდი ჩემი მტრების რისხვის წინააღმდეგ და მიხსნის მარჯვენა შენი.
- ესაია 43:2
ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლით, რადგან მე ვიქნები თქვენთან. ვერც ცეცხლი დაგწვავთ, როცა მასში გაივლით, ალი ვერ მოგწვდებათ.
- ესაია 14:1-2
როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან. აიყვანენ მათ ხალხები, მოიყვანენ თავიანთ ადგილზე და დაიმკვიდრებს მათ ისრაელის სახლი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, თავიანთ დამატყვევებლებს დაატყვევებენ და თავიანთ მჩაგვრელებზე გაბატონდებიან.
- რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.
- 2 კორინთელთა 4:17
ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა, გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის;
- 2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!
- 1 პეტრეს 4:12-13
საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ მოგსვლოდეთ. არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.
- გამოცხადება 7:13-14
შემდეგ მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მკითხა: „ვინ არიან ეს თეთრი სამოსით შემოსილები ან საიდან მოვიდნენ?” ვუპასუხე: "უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით.
- გამოცხადება 21:4
მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.