მთავარითემები „დ“დაცვა

დაცვა

20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 33:7
    დაიბანაკებს უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და იხსნის მათ.
  2. ფსალმუნები 120:7
    უფალი დაგიცავს ყოველგვარი სიავისგან; ის დაიცავს შენს სულს.
  3. ფსალმუნები 17:10
    ქერუბებზე ამხედრდა და გამოფრინდა. ქარის ფრთებით გამოეშურა.
  4. ფსალმუნები 60:3
    რადგან შენ ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი – მტრისგან დამცველი.
  5. ფსალმუნები 90:11
    რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
  6. 1 მეფეთა 17:7
    მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.
  7. 1 პეტრეს 1:5
    ღვთის ძალით დაცულნო – რწმენის მეშვეობით – ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
  8. ეკლესიასტე 7:12
    სიბრძნეც დაგიფარავს და ვერცხლიც, ცოდნის სარგებელი კი ისაა, რომ სიბრძნე სიცოცხლეს ანიჭებს მის მფლობელს.
  9. ფსალმუნები 126:1
    თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს მისი გუშაგი.
  10. მეორე რჯული 32:37-39
    და იტყვის უფალი: სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც თავს აფარებდნენ? ვინც ჭამდა მათი შესაწირის ქონს და სვამდა მათ ჩამოსხმულ ღვინოს? ადგნენ ახლა – შეგეწიონ და შეგიფარონ! ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
  11. ფსალმუნები 17:2
    უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.
  12. იოანეს 16:33
    ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს".
  13. 2 თესალონიკელთა 3:3
    მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.
  14. ესაია 41:10
    ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
  15. ესაია 54:17
    შენს წინააღმდეგ გამოჭედილი ყოველი იარაღი გაცუდდება და ყოველ ენას, რომელიც ბრალს დაგდებს სამსჯავროზე, შენ დასდებ მსჯავრს. ეს არის უფლის მსახურთა ხვედრი და მათი გამართლება ჩემგან არის! – ამბობს უფალი.
  16. ფსალმუნები 45:1
    ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
  17. ფსალმუნები 90:1-3
    უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი. რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან.
  18. ფსალმუნები 120:7-8
    უფალი დაგიცავს ყოველგვარი სიავისგან; ის დაიცავს შენს სულს. უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ახლა და უკუნისამდე.
  19. 2 ტიმოთეს 4:18
    გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
  20. ფსალმუნები 90:11-12
    რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან ყველა შენს გზაზე. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვას.

← ყველა თემა „დ“-ზე