მთავარითემები „ჭ“ჭეშმარიტება

ჭეშმარიტება

22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 8:32
    შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.
  2. 1 ტიმოთეს 3:15
    მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
  3. 2 ტიმოთეს 2:25
    სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,
  4. იოანეს 14:6
    უთხრა მას იესომ: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.
  5. იოანეს 16:13
    მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.
  6. იოანეს 17:17
    განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება.
  7. ფსალმუნები 144:18
    ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.
  8. ეფესელთა 6:14
    მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები.
  9. იგავნი 12:22
    ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ჭეშმარიტებით მოქმედნი კი მისთვის სასურველია.
  10. 1 იოანეს 1:6
    თუ ვამბობთ, რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით.
  11. იოანეს 3:21
    ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.
  12. 1 კორინთელთა 13:4-6
    სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს, არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;
  13. იოანეს 4:24
    ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.
  14. ფსალმუნები 118:160
    ჭეშმარიტია შენი სიტყვა დასაბამიდან და მარადიულია შენი სამართლიანი სამართალი.
  15. 1 იოანეს 3:18
    შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
  16. ეფესელთა 4:15
    არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
  17. იოანეს 17:3
    ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.
  18. გამოცხადება 3:7
    ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:
  19. გამოცხადება 16:7
    გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: „დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და მართალია შენი განკითხვა”.
  20. ფსალმუნები 118:142
    სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და რჯული შენი ჭეშმარიტია.
  21. იგავნი 16:6
    წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება დანაშაული, უფლის შიშით განერიდებიან ბოროტებას.
  22. იგავნი 20:28
    წყალობა და ჭეშმარიტება იცავს მეფეს, სიმართლით განამტკიცებს თავის ტახტს.

← ყველა თემა „ჭ“-ზე