მთავარითემები „ჭ“ჭეშმარიტების წყაროები

ჭეშმარიტების წყაროები

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 10:20
    რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
  2. მარკოზის 13:11
    და როდესაც წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა თქვათ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის თქვით, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
  3. იოანეს 7:38
    ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდენენ ცოცხალი წყლის მდინარეები.
  4. 1 კორინთელთა 2:13
    და ამას ვამბობთ არა ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან ნასწავლით და სულიერს სულიერით განვმარტავთ.
  5. 1 პეტრეს 4:11
    ვინც ლაპარაკობს, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს. თუ ვინმე მსახურებს, იმსახუროს ღმერთის მიერ მინიჭებული ძალით, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეთი, მას ეკუთვნის დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
  6. 2 პეტრეს 1:21
    რადგან წინასწრმეტყველება არასოდეს არ მოსულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.
  7. იოანეს 17:17
    განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა არის ჭეშმარიტება.

← ყველა თემა „ჭ“-ზე