მთავარითემები „ჭ“ჭეშმარიტების ლაპარაკი

ჭეშმარიტების ლაპარაკი

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 4:15
    არამედ, ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება სიყვარულით და ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე,
  2. ზაქარია 8:16
    აი, რა უნდა აკეთოთ თქვენ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს; ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი დაამყარეთ თქვენს კარიბჭეებთან;
  3. ეფესელთა 4:25
    ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.
  4. იგავნი 12:17
    ჭეშმარიტების მოლაპარაკე სიმართლეს ამბობს, ცრუმოწმე კი - სიცრუეს.
  5. ფსალმუნები 14:2
    ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მქმნელია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
  6. იგავნი 8:7
    რადგან, ჭეშმარიტებას წარმოსთქვამს ჩემი პირი და ბოროტება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის.
  7. 2 კორინთელთა 2:17
    ვინაიდან ჩვენ არ ვვაჭრობთ ღვთის სიტყვით, როგორც მრავალნი, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში.
  8. 2 კორინთელთა 4:2
    არამედ უარვყავით ყოველივე რაც სამარცხვინო და დაფარულია, და არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის გაყალბებით, არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს, ღვთის წინაშე.
  9. გამოცხადება 22:6
    და მითხრა: „სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.
  10. გალატელთა 4:16
    მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
  11. იობი 33:3
    გულწრფელად ვილაპარაკებ სიტყვებს და ნათლად გამოთქვამენ ცოდნას ჩემი ბაგენი;

← ყველა თემა „ჭ“-ზე