მთავარითემები „ბ“ბოროტის ბედი

ბოროტის ბედი

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 36:2
    რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
  2. ფსალმუნები 36:10
    კიდევ ცოტა, და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იქ.
  3. ფსალმუნები 54:23
    ღმერთო, შენ ჩაყრი მათ უძირო ქვესკნელში; სისხლისმღვრელნი და ვერაგნი ვერ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; მე კი შენზე ვარ დაიმედებული.
  4. ფსალმუნები 74:8
    რადგან უფლის ხელშია თასი და აქაფებული ღვინო სავსეა მწარე ნაზავით. ის ღვრის მისგან, და ბოროტნი ამაქვეყნისა შესვამენ მას და გამოცლიან.
  5. ფსალმუნები 91:7
    თუმცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი და აყვავდებიან უსამართლობის მოქმედნი, ისინი სამუდამოდ განადგურდებიან.
  6. ფსალმუნები 111:10
    ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და გაცამტვერდება; ბოროტეულთა საწადელი მოისპობა.
  7. ფსალმუნები 138:19
    ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს! გამშორდით სისხლისმსმელნო!
  8. იგავნი 5:22
    ბოროტეული საკუთარი ურჯულოებით იქნება შეპყრობილი და მისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება.
  9. 2 პეტრეს 2:17
    ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.
  10. იობი 27:13
    ეს არის უღმერთოთა ხვედრი ღმერთისგან და მოძალადეთა მემკვიდრეობა, რომელსაც მიიღებენ ყოვლადძლიერისგან!
  11. იობი 20:29
    ეს არის ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან და ღმერთის მიერ მისთვის მიცემული მემკვიდრეობა!

← ყველა თემა „ბ“-ზე