მთავარითემები „ა“ადამიანის უბრალოება

ადამიანის უბრალოება

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 14:12-15
    უწოდეს ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს - ჰერმესი, რადგან სიტყვაში პავლე უფროსობდა. ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც იმ ქალაქის წინ იდგა, კარიბჭესთან ხარები მორეკა და გვირგვინები მოიტანა; გადაწყვეტილი ჰქონდა ხალხთან ერთად მსხვერპლი შეეწირა. ეს რომ მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, გაიგონეს, ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და შეჰყვირეს: „კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;
  2. ესაია 51:12
    თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?
  3. ესაია 40:6-7
    ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით. ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი.
  4. ფსალმუნები 61:9
    არარაობა არიან მოკვდავნი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველა ერთ ამოსუნთქვაზე მსუბუქია.
  5. ფსალმუნები 143:1
    უფალო, რა არის კაცი, რომ იცნობ მას, ძე ადამისა, ყურადღებას რომ აქცევ?
  6. 1 კორინთელთა 3:21
    ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანით, ვინაიდან ყოველივე თქვენია:
  7. ფსალმუნები 9:20
    შიშის ზარი დაეცი მათ, უფალო. დაე, იცოდნენ ერებმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები არიან ისინი.
  8. იოანეს 1:12-13
    მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.
  9. ეზეკიელი 34:31
    და თქვენ, ჩემო ფარავ, ჩემი სამწყსოს ცხვრებო, ადამიანები ხართ, მე კი - თქვენი ღმერთი!” - ამბობს უფალი ღმერთი.
  10. იობი 25:6
    მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ჭიაა და ძე ადამისა, რომელიც მატლია!
  11. ფსალმუნები 21:6
    მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერის მიერ.

← ყველა თემა „ა“-ზე