მთავარითემები „ხ“ხალხის წვა

ხალხის წვა

30 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მალაქია 4:1
    რადგან აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული, და ყველა ამპარტავანი და უკეთურობის მოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს.
  2. 2 მეფეთა 23:7
    ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.
  3. ფსალმუნები 10:6
    აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
  4. ფსალმუნები 96:3
    ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.
  5. მარკოზის 9:48-49
    სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. ვინაიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება.
  6. ფსალმუნები 20:9
    ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ, შენი გამოჩენის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ცეცხლი შთანთქავს მათ.
  7. ესაია 26:11
    უფალო! აღმართულია შენი ხელი, ვერ კი ხედავენ; დაინახავენ შენს შურს ერის მიმართ და შერცხვებათ, და ცეცხლი შეჭამს შენს შემჭირვებელთ.
  8. ეზეკიელი 5:4
    და მათგან აიღე კიდევ და ჩაყარე ისინი ცეცხლში და დაწვი ისინი ცეცხლში და გამოვა იქიდან ცეცხლი მთელ ისრაელის სახლზე.
  9. დანიელი 11:33
    ჩემი ხალხიდან განბრძნობილნი კი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა კი ერთხანს ევნებიან მახვილით, ცეცხლით, ტყვეობითა და ძარცვით.
  10. ნაუმი 3:15
    იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით.
  11. ეზეკიელი 23:25
    და მოვაწევ ჩემს შურს შენზე და მოგექცევიან შენ რისხვით, ცხვირს და ყურებს მოგაცლიან და შენი შემდგომი მახვილით დაეცემა. შენს ძეთ და შენს ასულთ წაიყვანენ და შენს შემდგომს ცეცხლი შეჭამს.
  12. ესაია 42:25
    და გადმოღვარა მასზე თავისი რისხვა და ომის სასტიკება, და ცეცხლი შემოუნთო ირგვლივ. მაგრამ ვერ მიხვდა და სწვავდა მას, გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო.
  13. იაკობის 5:3
    თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ, და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი. დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის.
  14. ესაია 1:31
    და ძლიერი ძენძად იქცევა, და მისი ნაკეთობა – ნაპერწკლად, და ორივე ერთად დაიწვება, და არავინ იქნება ჩამქრობი.
  15. ფსალმუნები 77:63
    მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა, და მისმა ქალწულებმა ვერ მოისმინეს საქორწილო სიმღერა.
  16. რიცხვნი 16:35
    და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შთანთქა ეს ორას ორმოცდაათი კაცი, რომელთაც მიიტანეს საკმეველი.
  17. იობი 1:16
    ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და თქვა :„ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და გადაბუგა ცხვარი და მსახური ბიჭები და შთანთქა ისინი. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.
  18. იობი 20:26
    მთელი წყვდიადი მის საგანძურად შეინახება. შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, და ეწევა სიავე მისი კარვის ნატამალს.
  19. ფსალმუნები 139:10
    ნაკვერჩხალი დაეფრქვეთ ზემოდან, ცეცხლში ჩაიტანოს ისინი, ღრმა ორმოში, რომ ვეღარ წამოდგნენ.
  20. ეზეკიელი 24:10
    გაამრავლე ხეები, დაანთე ცეცხლი, ჩახარშე ხორცი, აურიე ნახარში და ძვლებიც ჩაიწვება.
  21. დანიელი 7:11
    მაშინ ვიხილე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ, მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.
  22. ესაია 47:14
    ბზესავით გახდნენ, ცეცხლმა დაწვა ისინი, ვერ იხსნეს საკუთარი თავი ალისაგან, არ დარჩა ნაკვერცხალი გასათბობად, ცეცხლი – მის წინ ჩამოსაჯდომად.
  23. გამოსვლა 21:25
    დაწვა დაწვის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ.
  24. ლევიანნი 21:9
    ‘თუ მღვდლის ასული წაიბილწავს თავს მრუშობით, თავისი მამის წამბილწველია – ცეცხლში დაიწვას იგი.
  25. დაბადება 38:24
    და სამი თვის შემდეგ ეუწყა იუდას: „იბოზა შენმა რძალმა თამარმა და ორსულად არის იგი.” და თქვა იუდამ: „გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.
  26. მათეს 17:15
    და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება.
  27. იგავნი 25:22
    რადგან ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
  28. რომაელთა 12:20
    ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე.
  29. 1 კორინთელთა 13:3
    მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები.
  30. გამოცხადება 18:8
    ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.

← ყველა თემა „ხ“-ზე