მთავარიბიბლიამალაქია

ძველი აღთქმა · მალაქია

მალაქია 4

4

1 რადგან აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული, და ყველა ამპარტავანი და უკეთურობის მოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს.

2 ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე. თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბორებივით.

3 გათელავთ უკეთურთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. –

4 „გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც ვუბრძანე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი.

5 აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე.

6 ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით.”

მალაქია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4