მთავარითემები „წ“წყალობა

წყალობა

24 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 მეფეთა 24:14
    უთხრა დავითმა გადს: მეტისმეტად დამწუხრებული ვარ, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.
  2. ფსალმუნები 85:5
    რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
  3. ფსალმუნები 144:9
    კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.
  4. ლუკას 6:36
    იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
  5. ეფესელთა 2:4
    მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა,
  6. ტიტეს 3:5
    მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,
  7. ებრაელთა 4:16
    აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.
  8. 1 პეტრეს 1:3
    კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად,
  9. იაკობის 2:13
    რადგან, უწყალო მსჯავრი - უმოწყალოს. წყალობა აღემატება მსჯავრს.
  10. მათეს 5:7
    ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.
  11. კოლოსელთა 3:12
    ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.
  12. იგავნი 14:21
    თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მოწყალე კი ნეტარია.
  13. მიქა 6:8
    ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.
  14. მათეს 23:23
    ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესიარჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.
  15. მათეს 9:13
    თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.
  16. იგავნი 11:17
    მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის სულს, სასტიკი კი თავის ხორცს აღიზიანებს.
  17. 2 პეტრეს 3:9
    არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ყველა მივიდეს მოსანანიებლად.
  18. იგავნი 3:3
    წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, შეიბი ისინი ყელზე, დაიწერე შენი გულის ფიცარზე.
  19. იგავნი 24:7-9
    ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა არ გაიხსენო; და ბრალი ჩემი, გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო. კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე. წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
  20. 2 მეფეთა 22:26
    მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ.
  21. იგავნი 20:28
    წყალობა და სიმართლე იცავენ მეფეს, და წყალობით უჭირავს თავისი ტახტი.
  22. იგავნი 14:31
    გლახაკის მჩაგვრელი გმობს თავის გამჩენს, ღატაკის შემწყალე კი მისი პატივისმცემელია.
  23. ფსალმუნები 84:10
    წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.
  24. ფსალმუნები 36:26
    ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.

← ყველა თემა „წ“-ზე