მთავარითემები „ს“სწორი შესაწირი

სწორი შესაწირი

24 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 4:5
    შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.
  2. ფსალმუნები 50:19
    მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირებს და სრულადდასაწველებს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
  3. 4 მეფეთა 5:17
    თქვა ნაყამანმა: „თუ ასეა, გთხოვ, მისცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს სრულადდასაწველი მსხვერპლი შენმა მსახურმა.
  4. ესაია 36:7
    და თუ იმას მეტყვი - უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო! - ეს ის ღმერთი ხომ არ არის, მაღლობებისა და სამსხვერპლოების მოშორების შემდგომ რომ უთხრა ხიზკიაჰუმ იუდასა და იერუსალიმს - მხოლოდ ამ სამსხვერპლოს წინაშე ეცითო თაყვანი!
  5. ფილიპელთა 2:17
    მაგრამ, თქვენი რწმენის მსხვერპლად და სამსახურადაც რომ დავიღვარო, მიხარია და თანაზიარი ვარ თქვენი სიხარულისა.
  6. ებრაელთა 9:23
    მაშასადამე, ხატებანი იმისა, რაც ზეცაშია, უნდა განწმედილიყვნენ ამით, თვით ზეციერნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით.
  7. ებრაელთა 9:26
    მაშინ მას წუთისოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით აღეკვეთა ცოდვა,
  8. ფსალმუნები 50:17
    შესაწირი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.
  9. იგავნი 21:3
    სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე სასურველია უფლისთვის.
  10. 1 მეფეთა 15:22
    მაგრამ მიუგო სამუელმა: „განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა - ვერძის ლურთებზე.
  11. მათეს 9:13
    თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.
  12. მათეს 12:7
    თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დაადებდით უდანაშაულოებს.
  13. მარკოზის 12:33
    და უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით და მთელი ძალით; და უნდა გვიყვარდეს მოყვასიც, ვითარცა თავი ჩვენი, ეს ყველა სრულადდასაწველზე და შესაწირზე მეტია”.
  14. ებრაელთა 13:16
    არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.
  15. ფსალმუნები 49:14
    მადლობის მსხვერპლი შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს შენი აღთქმები.
  16. ფსალმუნები 106:22
    შესწირონ სამადლობელი მსხვერპლები და სიხარულით ილაპარაკონ მის საქმეებზე.
  17. ფსალმუნები 55:12
    ღმერთო, ჩემს დაპირებებს შენდამი აღვასრულებ; მადლიერების მსხვერპლებს შემოგწირავ.
  18. ფსალმუნები 49:23
    მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას ადგას, მას ვუჩვენებ ხსნას ღმერთისას.
  19. ფსალმუნები 68:31
    ეს უფრო მოეწონება უფალს, ვიდრე ხარი ან რქიანი და ჩლიქიანი მოზვერი.
  20. ებრაელთა 13:15
    მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.
  21. რომაელთა 12:1
    მიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.
  22. ესაია 66:20
    ისინი მოიყვანენ ყველა თქვენს ძმას ყველა ერიდან, ძღვნად უფლისთვის, ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში! - ამბობს უფალი - როგორც ისრაელის ძეთ მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით უფლის სახლში.
  23. 1 პეტრეს 2:5
    თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,
  24. რომაელთა 15:16
    რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.

← ყველა თემა „ს“-ზე