მთავარითემები „ს“სიმართლით შემოსილი

სიმართლით შემოსილი

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 29:14
    სიმართლით შევიმოსე და მან შემმოსა; მოსასხამივით და თავსაკვრელივით იყო ჩემი სამართალი.
  2. გამოცხადება 19:8
    და მიეცა მას, რომ შეიმოსოს ნათელი და წმიდა ბისონი, რადგან წმიდა ბისონი წმიდების სიმართლეა.
  3. ესაია 61:10
    სიხარულით ვიხარებ უფალში და მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან შემმოსა მე ხსნის სამოსლით, სიმართლის ტანსაცმელი ჩამაცვა მე, როგორც ნეფეს დამადგა გვირგვინი და როგორც სასძლო, მომრთო სამკაულებით.
  4. ესაია 59:17
    და შეიმოსა უფალმა სიმართლე, როგორც ჯავშანი, და ხსნის მუზარადი თავის თავზე; და შეიმოსა შურისგების სამოსელი ტანსაცმლად და მრისხანება მოისხა მოსასხამივით.
  5. ესაია 11:5
    შემოისარტყლება ჭეშმარიტებით და სიმართლე იქნება მისი სარტყელი.
  6. ესაია 64:6
    და გავხდით ჩვენ ყველანი უწმიდურივით, წვირიანი სამოსელივით გახდა ყოველი ჩვენი სიქველე, ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ჩვენი ურჯულოება ქარივით წაგვიღებს.
  7. ფსალმუნები 131:9
    შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდებმა იმხიარულონ.
  8. ზაქარაი 3:4
    რომელმაც უთხრა თავის წინაშე მდგომთ: „გახადეთ ჭუჭყიანი სამოსელი!“ ხოლო მას უთხრა: „აჰა, წარგხოცე ბრალი და საზეიმო სამოსლით გმოსავ.
  9. გამოცხადება 3:4
    თუმცა გყავს ცოტანი სარდეში, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელი და ჩემთან ერთად ივლიან სპეტაკი სამოსით, რადგან ღირსნი არიან.

← ყველა თემა „ს“-ზე