ბიბლიის მუხლები თემაზე
სიბრძნის სწავლება
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 104:22
რათა თავისი სურვილისამებრ მოქცეოდა მის თავადებს და განებრძნო მისი მოხუცებულნი.
- იობი 33:33
და თუ არა - მე მომისმინე, დადუმდი და გასწავლი სიბრძნეს”.
- ფსალმუნები 89:10
ჩვენი დღეების რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; ამათგან კი უმეტესი ჯაფა და წუხილია, რადგან სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.
- იგავნი 1:1-7
იგავნი სოლომონისა, დავითის, ისრაელის მეფის ძისა. სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად; ბრძნული დარიგების, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის მისაღებად; გულუბრყვილოთათვის საზრიანობის, ხოლო ყმაწვილთათვის ცოდნისა და განსჯის უნარის მისაცემად. მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და - დაკვალიანდება; იგავის, ქარაგმის, ბრძენთა სიტყვებისა და არაკების გასაგებად. უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება.
- იგავნი 4:7
სიბრძნის დასაწყისი სიბრძნის მოხვეჭაშია, მთელი შენი ქონებით გონიერება შეიძინე.
- კოლასელთა 3:16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.
- ფსალმუნები 36:30
მართლის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ლაპარაკობს.
- იობი 21:22
განა ღმერთს სიბრძნე ესწავლება, როცა ის თვითონ დიდებულთ განიკითხავს?
- მათეს 13:54
მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში. იქ უკვირდათ და ამბობდნენ: "საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და ძალა?
- მარკოზის 6:2
შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა, საიდან აქვს ეს ყველაფერი? რა არის ეს სიბრძნე, მას რომ აქვს მიცემული და სასწაულები მისი ხელით რომ ხდება?
- საქმეები 18:11
წელიწადნახევარს დარჩა იქ და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას.
- იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
- ფსალმუნები 26:11
მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი, ჩემი მტრების გამო.
- ფსალმუნები 24:4
შენი გზები შემაცნობინე უფალო და მასწავლე შენი ბილიკები.