ბიბლიის მუხლები თემაზე
შესაფერისი დრო ღვთისთვის
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- გალატელთა 4:4
და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.
- ფსალმუნები 101:13
შენ აღსდგები და შეიწყალებ სიონს, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა; დადგა დანიშნული დრო.
- ფსალმუნები 118:126
ჟამია, რომ იმოქმედო, უფალო, რადგან დაარღვიეს შენი რჯული.
- ფსალმუნები 68:13
მე კი შენ მიმართ ვლოცულობ უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე და მიხსენი შენი ერთგულებით.
- ესაია 49:8
ასე ამბობს უფალი: „შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე; შეგიფარებ და სახალხო აღთქმად დაგადგენ, რათა აღადგინო ქვეყანა და აოხრებული სამკვიდრებლები დაუბრუნო მემკვიდრეებს;
- 2 ნეშტთა 6:2
სახლი ავაშენე, სავანე შენთვის და ადგილი შენი მარადიული სამყოფელისთვის!
- რომაელთა 5:6
რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის.
- ესაია 60:22
მცირე ათასად გადაიქცევა და უმცირესი - ძლიერ ერად: მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას!
- ფსალმუნები 144:15
ყველას თვალი შენ შემოგცქერის, შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
- იერემია 5:24
გულშიც კი არ უთქვამთ: „გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს როგორც ნაადრევ, ისე ნაგვიანევ წვიმას თავ-თავის დროზე, ხოლო მკისთვის დადგენილ კვირებს გვინახავს”.
- რომაელთა 12:19
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი”.
- 1 ტიმოთეს 2:6
რომელმაც ყველას გამოსასყიდად გაიღო თავი, რისი მოწმობაც იყო თავის დროზე,