მთავარითემები „ს“სახარება ერების მიმართ

სახარება ერების მიმართ

26 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლუკას 2:31
    რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე.
  2. მარკოზის 11:17
    ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „განა არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ერში? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.
  3. მარკოზის 16:15
    უთხრა მათ: „წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.
  4. ლუკას 24:47
    და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.
  5. მათეს 24:14
    და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
  6. მარკოზის 13:10
    მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.
  7. მათეს 28:19
    ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
  8. იოანეს 4:24
    მ დედაკაცს კი უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი
  9. რომაელთა 16:26
    ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას -
  10. გამოცხადება 7:9
    ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, უამრავი ხალხი, დათვლა რომ არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან; სპეტაკი სამოსელით შემოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინ და ხელთ პალმის რტოები ეჭირა.
  11. გამოცხადება 14:6
    და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც შუა ცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, რათა ეხარა დედამიწის მკვიდრთათვის - ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისთვის სახარებლად.
  12. გამოცხადება 15:4
    ვინ არ შეშინდება, უფალო, და არ განადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ამიტომ ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდა შენი სამართალნი”.
  13. გალატელთა 3:8
    წერილმა, რომელმაც თავიდანვე განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაჰამს: „და იკურთხება შენში ყველა ერი”.
  14. გამოცხადება 5:9
    ისინი გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისგან, ხალხისა და ერისგან.
  15. იერემია 16:19
    ოჰ, უფალო, ძალავ ჩემო და სიმაგრევ ჩემო, ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! ქვეყნის კიდეებიდან მოვლენ შენთან ხალხები და იტყვიან: „მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, რომელთაგანაც სარგებელი არ არის”.
  16. მიქა 4:2
    მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა”.
  17. ზაქარია 8:22
    და მოვლენ ხალხნი მრავალნი და ერნი ძლიერნი, რათა ეძიონ ცაბაოთ უფალი იერუსალიმში და ილოცონ მის წინაშე.
  18. ამოსი 9:12
    რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ერს, რომლებიც ჩემი სახელით იწოდებიან! - ამბობს უფალი, ამის მომქმედი.
  19. საქმეები 15:16
    ამის შემდეგ მოვბრუნდები და ავაშენებ დავითის დამხობილ კარავს, აღვადგენ და კვლავ ავაშენებ მის ნანგრევებს,
  20. ფსალმუნები 21:27
    გაიხსენებენ და დედამიწის ყოველი კიდიდან დაბრუნდებიან უფალთან და თაყვანს გცემს ყველა ერი.
  21. ფსალმუნები 66:2
    რათა შეიცნონ შენი გზები დედამიწაზე და ხსნა შენი - ყველა ერს შორის.
  22. ლუკას 3:6
    და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღმერთისას”.
  23. ესაია 52:10
    გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი.
  24. ფსალმუნები 66:4
    იხარონ და ილხინონ ხალხებმა, რადგან სისწორით განსჯი მათ და მმართველობ ერებს ქვეყანაზე.
  25. მათეს 5:14
    თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
  26. მათეს 13:38
    ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი.

← ყველა თემა „ს“-ზე