მთავარითემები „რ“რას იქმს უფალი?

რას იქმს უფალი?

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 113:11
    ჩვენი ღმერთი კი ზეცაშია; და რასაც ისურვებს, იმას აკეთებს.
  2. ესაია 43:13
    უძველესი დროიდან იგივე ვარ და არავის შეუძლია ჩემი ხელიდან დახსნა; მოვიმოქმედებ და ვინ აღუდგება ჩემს ხელს?
  3. მეორე რჯული 32:4
    სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
  4. ფსალმუნები 110:2
    დიდია საქმენი უფლისა, იკვლევენ მათ ისინი, ვინც ნეტარებას პოულობს მათში!
  5. იოველი 2:21
    ნუ გეშინია, მიწავ, გაიხარე და იმხიარულე, რადგან დიადი საქმენი მოიმოქმედა უფალმა.
  6. ფსალმუნები 65:5
    მოდით და ნახეთ ღვთის ნამოქმედარი, საოცარია მისი საქმენი ადამიანის შვილების მიმართ.
  7. გამოცხადება 15:3
    და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო!
  8. ესაია 28:21
    რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე აღდგა, შეიძრება, როგორც გაბაონის ხეობაში შეიძრა, რათა აღასრულოს თავისი განზრახვა, უჩვეულო მიზანი; შეასრულოს თავისი საქმე, საქმე - უცნაური.
  9. მიქა 2:7
    ასე არ ამბობენ იაკობის სახლო! განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმენი? განა სიკეთე არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
  10. იოანეს 5:17
    მან კი მიუგო: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ”.
  11. ებრაელთა 4:12
    ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.
  12. დანიელი 4:37
    ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი”.
  13. დანიელი 9:19
    უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
  14. 1 კორინთელთა 12:6
    მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა, რომელიც ამოქმედებს ყოველივეს ყოველივეში.

← ყველა თემა „რ“-ზე