მთავარითემები „მ“მზა ომისთვის

მზა ომისთვის

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლუკას 14:31
    ან რომელი მეფე გამოვა მეორე მეფის წინააღმდეგ საომრად, თუ მანამდე არ დაჯდა და მოითათბირა, შეძლებს კი ათი ათასით შეებას ოცი ათას მომხდურს?
  2. ფსალმუნები 23:8
    ვინ არის დიდების მეფე? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.
  3. 2 მეფეთა 11:1
    გაზაფხულზე, როცა საბრძოლველად გამოდიოდნენ მეფენი, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხით და მთელი ისრაელი; და მოსრეს ყამონიანები და ალყა შემოარტყეს რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.
  4. რიცხვნი 32:6
    უთხრა მოსემ გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: „თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ ისხდებით?
  5. იესო ნავეს ძე 3:2
    სამი დღის შემდეგ ზემდეგნი გავიდნენ ბანაკში;
  6. ფსალმუენბი 143:1
    კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი კლდე, რომელიც ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და ომს - ჩემს თითებს.
  7. 2 მეფეთა 22:35
    გაწრთვნის ჩემს ხელებს საბრძოლველად და სპილენძის მშვილდს მოჭიმავენ ჩემი მკლავები.
  8. ფსალმუნები 17:34
    ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
  9. 3 მეფეთა 20:18
    თქვა: „სამშვიდობოდ გამოვიდნენ თუ საომრად, ცოცხლად შეიპყარით”.
  10. ფსალმუნები 119:7
    მშვიდობა მსურს, მაგრამ, როცა დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
  11. 2 მეფეთა 17:8
    ისევ თქვა ხუშაიმ: „ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს, მამაცები არიან, გამწარებულნი, როგორც ძუ დათვი ველად, ბელები რომ მოსტაცეს. მებრძოლი კაცია მამაშენი და ხალხთან ერთად არ დარჩება ღამე.
  12. 3 მეფეთა 5:3
    შენ იცი, რომ ვერ შეძლო მამაჩემმა, დავითმა უფლის, თავისი ღმერთის სახელზე სახლის აშენება, რადგან სულ ომში იყო ჩაბმული, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა მტრები.
  13. ლუკას 11:21
    როცა ძლიერი კაცი შეიარაღებული იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მის ქონებას არაფერი დაემუქრება.
  14. 1 ტიმოთეს 1:18
    ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა მისი მეშვეობით იომო, როგორც კეთილმა მეომარმა,
  15. ებრაელთა 11:34
    შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
  16. გამოცხადება 2:16
    მაშ, მოინანიე, თორემ მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით.
  17. გამოცხადება 13:4
    და თაყვანი სცეს გველეშაპს, ძალაუფლება რომ მისცა მხეცს; თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: ვინ არის ამ მხეცისთანა? ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?
  18. 1 კორინთელთა 14:8
    საყვირი თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?
  19. იერემია 4:19
    ვაიმე, მუცელი, ჩემი მუცელი! ვიტანჯები! გული მტკივა! ლამის ამომივარდეს! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საომარი ყიჟინა.
  20. იგავნი 21:31
    ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.
  21. იობი 38:23
    შეჭირვების ჟამისთვის რომ შემოვინახე, ბრძოლისა და ომის დღისთვის.

← ყველა თემა „მ“-ზე