მთავარითემები „მ“მართლის ბაგე

მართლის ბაგე

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 33:3
    გულწრფელად ვილაპარაკებ სიტყვებს და ნათლად გამოთქვამენ ცოდნას ჩემი ბაგენი;
  2. ფსალმუნები 16:1
    უფალო, ისმინე სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, ისმინე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.
  3. ფსალმუნები 39:9
    შენი სამართალი გამოვუცხადე დიდ კრებულს; აჰა, ბაგე ჩემი არ მომიკუმავს უფალო, შენ უწყი.
  4. ფსალმუნები 44:2
    ადამის ძეთა შორის უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენს ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა სამარადჟამოდ.
  5. ფსალმუნები 50:15
    უფალო! გახსენი ჩემი ბაგეები და შენს ქებას იტყვის ჩემი პირი.
  6. ფსალმუნები 70:23
    სიხარულით იყიჟინებენ ჩემი ბაგეები, როცა გიგალობებ და ჩემი სულიც - შენ რომ გამოისყიდე.
  7. ფსალმუნები 118:13
    ჩემი ბაგეებით ვაცხადებ შენი პირის ყველა სამართალს.
  8. იგავნი 10:21
    მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.
  9. ოსია 14:2
    შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.
  10. ებრაელთა 13:15
    მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.

← ყველა თემა „მ“-ზე