მთავარითემები „ი“ის ჩვენი ღმერთია

ის ჩვენი ღმერთია

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 104:7
    ის არის უფალი, ჩვენი ღმერთი, მთელ ქვეყნიერებაზეა მისი სამართალი.
  2. იესო ნავეს ძე 24:18
    განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორელნიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ისაა ჩვენი ღმერთი.
  3. ესაია 25:9
    იტყვიან იმ დღეს: აჰა, ესაა ჩვენი ღმერთი, მას ველოდით და გვიხსნა, უფალს ველოდით და ვხარობთ და ვზეიმობთ მისმიერი ხსნით.
  4. ფსალმუნები 94:7
    რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას,
  5. იოანეს 8:54
    მიუგო იესომ: თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
  6. მეორე რჯული 10:21
    ისაა შენი დიდება და შენი ღმერთი, რომელმაც შენს თვალწინ მოიმოქმედა დიადი და საშინელი საქმეები.
  7. გამოსვლა 15:2
    ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.
  8. ესაია 40:9
    მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: აჰა, თქვენი ღმერთი!
  9. მეორე რჯული 29:13
    რათა დაგადგინოს დღეს თავის ხალხად, თვითონ კი შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და შეჰფიცა შენს მამებს: აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.
  10. მეორე რჯული 26:17
    რაკი აღუთქვი დღეს უფალს, რომ შენი ღმერთი იქნება იგი, რათა დადიოდე მისი გზებით, იცავდე მის წესებს, მცნებებსა და სამართალს და ისმენდე მის ხმას.
  11. ფსალმუნები 32:12
    ნეტარია ხალხი, ვისი ღმერთიც არის უფალი, ხალხი - მისდა მემკვიდრედ ამორჩეული.
  12. ფსალმუნები 143:15
    ნეტარია ხალხი, რომელსაც ასე მისდის საქმე. ნეტარია ხალხი, ვისი ღმერთიც უფალია!
  13. ებრაელთა 11:16
    მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
  14. დაბადება 28:21
    და მშვიდობით დამაბრუნებს მამაჩემის სახლში, მაშინ უფალი იქნება ჩემი ღმერთი.

← ყველა თემა „ი“-ზე