მთავარითემები „ღ“ღვთისადმი მოწიწება

ღვთისადმი მოწიწება

27 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 12:28
    ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.
  2. 1 მეფეთა 12:24
    ოღონდ გეშინოდეთ უფლის და ემსახურეთ მას ჭეშმარიტებითა და მთელი თქვენი გულით, რადგან ხედავთ, რა დიადი საქმეები მოიმოქმედა თქვენთვის.
  3. საქმეები 9:31
    ეკლესიას კი მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის მოშიშებით დადიოდა და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
  4. გამოსვლა 3:5
    უთხრა მას უფალმა: „ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა”.
  5. ებრაელთა 5:7
    მან ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
  6. იგავნი 16:6
    წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება დანაშაული, უფლის შიშით განერიდებიან ბოროტებას.
  7. 1 მეფეთა 12:14
    თუ უფლის შიში გექნებათ, მას ემსახურებით, მის ხმას მოუსმენთ და არ ეურჩებით უფლის ბრძანებებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.
  8. ლევიანნი 19:32
    წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
  9. ლუკას 12:5
    გიჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც მოკვლის შემდეგ გეენაში ჩაგდების ხელმწიფება აქვს. აჰა, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
  10. გამოცხადება 19:5
    გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.
  11. ებრაელთა 12:29
    რადგან ჩვენი ღმერთი მშთანმთქმელი ცეცხლია.
  12. ფსალმუნები 88:7
    დიდად საშიშია ღმერთი წმინდანთა კრებულში, შიშის მომგვრელია ის მის ირგვლივ მყოფთა შორის.
  13. ეფესელთა 5:21
    დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით.
  14. 1 პეტრეს 2:17
    ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
  15. ლევიანნი 19:14
    ყრუ არ დასწყევლო და ბრმას წინ დაბრკოლება არ დაუდო, შენი ღმერთის გეშინოდეს. მე ვარ უფალი.
  16. გამოსვლა 1:17
    მაგრამ ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას - ცოცხლად ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს.
  17. ფსალმუნები 127:1
    ნეტარია ყოველი, ვინც უფლის მოშიშია და მისი გზებით დადის!
  18. ფსალმუნები 110:210
    უფლის შიში სიბრძნის სათავეა; გონიერია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია.
  19. ფსალმუნები 18:9
    შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია.
  20. ფსალმუნები 146:11
    ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
  21. ფსალმუნები 33:7
    დაიბანაკებს უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და იხსნის მათ.
  22. ფსალმუნები 59:4
    ბაირაღი მიეცი შენს მოშიშებს, რათა აფრიალდეს ჭეშმარიტებისთვის.
  23. იგავნი 14:26
    უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგი შენთვის და შენი შვილებისთვის.
  24. მეორე რჯული 6:24
    და ყველა ამ წესის აღსრულება გვიბრძანა უფალმა, რათა გვეშინოდეს უფლის, ჩვენი ღმერთის, კარგად ვიყოთ მუდამ და ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.
  25. იერემია 33:9
    და იქნება ჩვენთვის სასიხარულოდ, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხის წინაშე, რომლებიც შეიტყობენ ყველა იმ სიკეთეზე, მე რომ ვიქმ; შეშინდებიან და ათრთოლდებიან იმ სიკეთისა და მშვიდობის გამო, რომელსაც მოვიმოქმედებ.
  26. 2 მეფეთა 23:3
    თქვა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იმეფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.
  27. იოანეს 1:16
    მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.

← ყველა თემა „ღ“-ზე