მთავარითემები „ღ“ღვთის ზრახვები

ღვთის ზრახვები

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 55:8-9
    რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის! — ამბობს უფალი; და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები — თქვენს ზრახვებზე.
  2. ფსალმუნები 91:5
    რაოდენ დიდია შენი საქმეები უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვანი.
  3. ამოსი 4:13
    რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
  4. მიქა 4:12
    არ იცოდნენ ზრახვანი უფლისა და ვერ მიხვდნენ მის ჩანაფიქრს, რადგან კალოზე ჩაფანტული ხორბალივით შეიკრიბნენ ისინი.
  5. რომაელთა 11:34
    რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი?
  6. 1 კორინთელთა 2:16
    ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ განსაჯოს იგი? ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს!
  7. ფსალმუნები 39:5
    მრავალი სასწაული მოიმოქმედე უფალო, ღმერთო ჩემო; ჩვენს წინაშეა შენი სასწაულები და ზრახვანი — ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე, თუმცა ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.
  8. ფსალმუნები 138:17
    რაოდენ ძვირფასია ჩემთვის შენი ზრახვანი, ღმერთო, და რაოდენ დიდია მათი რიცხვი.
  9. ფსალმუნები 143:3
    უფალო, რა არის კაცი, რომ იცნობ მას, ძე ადამისა, ყურადღებას რომ აქცევ?

← ყველა თემა „ღ“-ზე