მთავარითემები „ღ“ღვთის გზების ცოდნა

ღვთის გზების ცოდნა

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 26:11
    მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი, ჩემი მტრების გამო.
  2. გამოსვლა 33:13
    თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გემუდარები, მაუწყე შენი გზები, რათა შეგიცნო და ვპოვო მადლი შენს თვალში; აჰა, გაითვალისწინე, რომ შენი ერია ეს ხალხი“.
  3. ფსალმუნები 85:11
    შენი გზა მასწავლე უფალო და ვივლი შენს ჭეშმარიტებაში. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
  4. ფსალმუნები 24:4
    შენი გზები შემაცნობინე უფალო და მასწავლე შენი ბილიკები.
  5. ესაია 2:3
    მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა“.
  6. მიქა 4:2
    მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა“.
  7. ფსალმუნები 24:9
    თავმდაბალთ სამართალში მიუძღვის და თავის გზას ასწავლის მორჩილთ.
  8. მათეს 22:16
    ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.
  9. მარკოზის 12:14
    მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი და ყველას მიმართ მიუკერძოებელი ხარ, რადგან კაცთა გარეგნობას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. ნებადართულია ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?
  10. ლუკას 20:21
    ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ მართებულად ლაპარაკობ და ასწავლი, მიკერძოებული არ ხარ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას.
  11. ფსალმუნები 66:2
    რათა შეიცნონ შენი გზები დედამიწაზე და ხსნა შენი - ყველა ერს შორის.
  12. ფსალმუნეი 102:7
    უწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელის ძეთ - თავისი საქმენი.
  13. იოანეს 14:4
    და სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა“.
  14. ფსალმუნები 94:10
    ორმოც წელიწადს მაძულებდა თავს ის თაობა და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია, არ იციან ჩემი გზები.
  15. ებრაელთა 3:10
    ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა.
  16. იოანეს 14:5
    უთხრა თომამ: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?

← ყველა თემა „ღ“-ზე