მთავარითემები „ღ“ღვთის სიყვარული ისრაელისადმი

ღვთის სიყვარული ისრაელისადმი

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 46:4
    ამოგვირჩია სამკვიდრებელი, სიამაყე იაკობისა, რომელიც შეიყვარა.
  2. მალაქია 1:2-3
    მე შეგიყვარეთ – ამბობს უფალი – თქვენ კი კითხულობთ: როგორ შეგვიყვარეო? განა ესავი იაკობის ძმა არ არის? – ამბობს უფალი – მაგრამ მე იაკობი შევიყვარე; ესავი კი შევიძულე, გავაუდაბურე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო;
  3. 3 მეფეთა 10:9
    3 მეფეთა 10:9 კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც ისურვა შე­ნთვის ისრაელის ტახტის მოცემა! ისრაელისადმი მარადიული სიყვარულით დაგადგინა მეფედ უფალმა, რათა აღასრულო სიმართლე და სამართალი”.
  4. ოსია 11:1
    შევიყვარე ისრაელი, როცა ყრმა იყო და ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.
  5. მეორე რჯული 33:3
    დიახ, უყვარს ხალხები; მათი ყოველი წმიდა კაცი შენს ხელშია, ფეხდაფეხ დაგყვებიან და ღებულობენ შენს სიტყვას.
  6. მეორე რჯული 4:37
    ვინაიდან შეიყვარა მან თქვენი მამები, გამოარჩია მათი შთამომავალნი მათ შემდეგ და თვითონ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან თავისი დიდი ძალით,
  7. მეორე რჯული 10:15
    მხოლოდ შენი მამები აირჩია უფალმა, შეიყვარა ისინი და გამოგარჩიათ თქვენ - მათი შთამომავლობა, ყველა ხალხისგან, როგორც დღეს არის.
  8. მეორე რჯული 7:7-8
    იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ; არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.
  9. მეორე რჯული 33:12
    ბენიამინის შესახებ თქვა: „უფლის მიერ სიმშვიდეში დამკვიდრებულა უფლის მიერ შეყვარებული, დღენიადაგ მფარველობს მას და უფალი მკვიდრობს მის მხრებს შორის.
  10. 2 მეფეთა 112:25
    წარგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და უწოდა მას იედიდია (უფლის საყვარელი).
  11. ოსია 3:1
    კვლავ მითხრა უფალმა: „ახლა წადი და კვლავ შეიყვარე შენი ცოლი, თუმცა მრუშია იგი, როგორც უფალს უყვარს ისრაელის ძენი, თუმცა უცხო ღმერთებისკენ იყურებიან ისინი და ჩამიჩის კვერები უყვართ”.
  12. ფსალმუნები 86:2
    სიონის ბჭენი უფრო მეტად უყვარს უფალს, ვიდრე იაკობის მთელი სამკვიდრებელი.
  13. ფსალმუნები 77:68
    ამოირჩია იუდას ტომი და სიონის მთა, რომელიც უყვარს.

← ყველა თემა „ღ“-ზე