მთავარითემები „ღ“ღვთის სიკეთე

ღვთის სიკეთე

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მარკოზის 10:18
    ხოლო იესომ უთხრა: „რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა – ღმერთისა.
  2. ფსალმუნები 118:68
    კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე შენი წესები.
  3. ნეემია 9:20
    შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი – მათი მწყურვალებისას.
  4. ფსალმუნები 72:1
    ნამდვილად კეთილია ღმერთი ისრაელისადმი, გულით სუფთების მიმართ.
  5. ფსალმუნები 144:9
    ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.
  6. 1 ნეშტთა 16:34
    უმადლოდეთ უფალს, რადგან კეთილია იგი; რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
  7. ფსალმუნები 99:5
    რადგან კარგია უფალი, საუკუნოა მისი წყალობა და თაობიდან თაობამდეა მისი ერთგულება.
  8. რიცხვნი 13:27
    წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აჰარონთან და ისრაელიანთა მთელ თემთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, უამბეს ყველას ამბავი და აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.
  9. მეორე რჯული 8:7
    ვინაიდან კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ უფალს, შენს ღმერთს, სადაც წყლის ნაკადულები და წყაროები მოედინება და ბინულებია ველებსა და მთებში;
  10. იერემია 29:10
    რადგან ასე ამბობს უფალი: სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდება ბაბილონს, მაშინ მოგიკითხავთ და ავასრულებ თქვენზე ნათქვამ ჩემს კეთილ სიტყვას: დაგაბრუნებთ-მეთქი ამ ადგილზე.
  11. რომაელთა 12:2
    და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
  12. ნაუმი 1:7
    კეთილია უფალი, თავშესაფარია გაჭირვების დღეს, ცნობს მასზე მინდობილებს.
  13. გამოსვლა 33:19
    უპასუხა უფალმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინ და განვაცხადებ ჩემს სახელს ‘უფალი’ და შევიწყალებ ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ ვისაც შევიბრალებ”.
  14. გოდება იერემიასი 3:25
    კეთილია უფალი მისი მომლოდინესთვის, მისი მაძიებელი სულისთვის.
  15. ამოსი 5:14-15
    სიკეთე ეძიეთ და არა ბოროტება, რომ იცოცხლოთ, მაშინ ცაბაოთ უფალი იქნება თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ. ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.
  16. 1 პეტრეს 2:3
    რადგან იგემეთ, რომ კეთილია უფალი,
  17. იერემია 32:40
    სამარადისო აღთქმას დავდებ მათთან, რომ ზურგს აღარ ვაქცევ და სიკეთით მოვექცევი; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულებში, რომ აღარ განმიდგნენ.
  18. მათეს 7:11
    მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
  19. ფილიპელთა 1:6
    და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე.
  20. ნეემია 9:25
    დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და ნოყიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, ამოკვეთილი ჭები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები და ნაყოფიერი ხეები მრავლად; ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით.
  21. ნაუმი 1:7
    კეთილია უფალი, თავშესაფარია გაჭირვების დღეს, ცნობს მასზე მინდობილებს.

← ყველა თემა „ღ“-ზე