მთავარითემები „ღ“ღვთის სახელწოდებები

ღვთის სახელწოდებები

25 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 17:1
    ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრამი, როცა უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მე ვარ ელ შადაი – ღმერთი ყოვლისშემძლე, იარე ჩემს წინაშე და იყავი უმწიკვლო.
  2. დაბადება 14:18-20
    და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ. კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან.
  3. დაბადება 21:33
    დარგო აბრაამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.
  4. დანიელი 7:9
    ვაკვირდებოდი, სანამ დაიდგმებოდა ტახტები და დღეთა უძველესი დაჯდებოდა თავის ტახტზე. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და სუფთა მატყლივით ჰქონდა თმები თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ეტლის თვლები კი – მგზნებარე ცეცხლი.
  5. ლუკას 1:49
    ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;
  6. ფსალმუნები 83:2
    ნატრობს და ელტვის სული ჩემი უფლის ეზოებს, ჩემი გული და ჩემი სხეული ცოცხალ ღმერთს უმღერიან.
  7. დანიელი 6:26-27
    ამიერიდან ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში თრთოდნენ და ეშინოდეთ დანიელის ღმერთისა, რადგან ის არის ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთი; სამეფო მისი არ დაინგრევა და ხელმწიფება მისი უსასრულოა. ის იხსნის და გადაარჩენს; მოიმოქმედებს ნიშნებსა და სასწაულებს ცასა და მიწაზე. მან დაიხსნა დანიელი ლომების ხახიდან”.
  8. ესაია 12:6
    ხმამაღლა შესძახე და სიხარულით იყიჟინე, სიონის მცხოვრებო, რადგან დიდია შენს წიაღში ისრაელის წმიდა”.
  9. გამოსვლა 6:2
    ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: "მე ვარ უფალი!
  10. გამოცხადება 1:8
    მე ვარ ანი და ჰაე – ამბობს უფალი ღმერთი – ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.
  11. გამოცხადება 22:5
    ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
  12. ფსალმუნები 88:8
    უფალო, ცაბაოთ ღმერთო! ვინ არის შენებრ ძლევამოსილი უფალო? ძლიერი ხარ და ერთგულება გარტყავს გარშემო, უფალო!
  13. 2 მეფეთა 22:29
    რადგან შენ ხარ ჩემი ლამპარი, უფალო; უფალი გამინათებს ბნელს.
  14. ფსალმუნები 26:1
    უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა – ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი - ვინ შემაძრწუნებს?
  15. იგავნი 23:11
    ვინაიდან ძლიერია მათი გამომსყიდველი, ის შეგედავება მათ საქმეზე.
  16. რომაელთა 15:33
    მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!
  17. ფსალმუნები 18:14
    დაე, სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო.
  18. ესაია 24:6
    სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერთი.
  19. 2 კორინთელთა 1:3
    კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი.
  20. 1 პეტრეს 5:10
    ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.
  21. ფსალმუნები 22:1
    უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება.
  22. იერემია 14:8
    ოჰ, ისრაელის იმედო, მხსნელო, უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში, ღამის გასათევად გაჩერებული მგზავრივით?
  23. 2 ნეშტთა 15:3
    დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, დამმოძღვრავი მღვდლისა და რჯულის გარეშე.
  24. დაბადება 22:14
    და უწოდა აბრაჰამმა ამ ადგილს სახელად „იაჰვე ირე” - უფალი გამოაჩენს, რაც დღემდე ასე გამოითქმის – „მთაზე უფალი გამოჩნდა”.
  25. დაბადება 49:24
    ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.

← ყველა თემა „ღ“-ზე